რა თქვა მაკა ბოჭორიშვილმა ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას?
მაკა ბოჭორიშვილმა საერთაშორისო ტრიბუნა პარტნიორების დადანაშაულებისთვის გამოიყენა - მაკა ბოჭორიშვილი ვენაში, ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლილას ამტკიცებდა, რომ კონკრეტული აქტორების მხრიდან ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანია მიმდინარეობს, რათა საჯარო ნდობას ძირი გამოუთხარონ.
ქვეყნის შიგნით რადიკალიზმის წახალისება არ და ვერ წაადგება რეგიონალურ უსაფრთხოებას - თქვა ბოჭორიშვილმა.
ღრმად შეშფოთებულები ვართ, იმ ორკესტრირებული დეზინფორმაციული კამპანიით და კონკრეტული აქტორების მხრიდან კოორდინირებული ქმედებებით, საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და პროცესის მიმართ. ეს მავნე ძალისხმევა ემსახურება, რომ ძირი გამოუთხაროს საჯარო ნდობას, მოახდინოს საზოგადოების პოლარიზება და სახელმწფოს ფუნდამენტის შესუსტება. დასანანია, რომ ჩვენ გაგრძნობადად ვადევნებთ თვალყურს მცდელობას არასწორად გამოიყენონ საერთაშორისო ორგანიზაციები ასეთი პროცესებისთვის, რაც ძირს უთხრის მათ საჯარო ნდობას. უფრო მეტიც, ქვეყნის შიგნით რადიკალიზმის წახალისება არ და ვერ წაადგება რეგიონალურ უსაფრთხოებას. საქართველო რჩება სტაბილურობისა და მისი დემოკრატიული ინსტიტუცების დამცველად ჰიბრიდული საფრთხეებისა და დეზინფორმაციასთან და ჩვენი სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრის ნებისმიერ მცდელობასთან ბრძოლაში", - ამბობს ბოჭორიშვილი.