გამოიძიეთ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტება და პასუხისმგებელი პირები მიეცით პასუხისგებაში - კალასი "ოცნებას"
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "ოცნებას" მოუწოდებს, გამოიძიოს სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების შემთხვევები და ყველა პასუხისმგებელი პირი მიეცეს პასუხისგებაში.
კალასმა ეს განცხადება ვენაში, ეუთოს მინისტრეიალზე გაკეთა, რომელსაც "ოცნების" მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილიც ესწრება.
საქართველოში, ევროკაშირი მოუწოდებს ხელისუფლების მაღალჩინოსნებს პატივი სცენ ადამიანის უფლებებს და შეწყვიტონ დემოკრატიული უკუსვლა. ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებულები და გამოიძიონ სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტებასთან დაკავშირებული ყველა ბრალდება და პასუხისმგებელი პირები მისცენ პასუხისგებაში.