"აჩვენა უფსკრული, რომელშიც საქართველოა მოქცეული" - ეროვნული ასამბლეის დეპუტატი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

04.12.25 15:47
"აჩვენა უფსკრული, რომელშიც საქართველოა მოქცეული" - ეროვნული ასამბლეის დეპუტატი ქიმიური ნივთიერების სკანდალზე

ეროვნული ასამბლეის დეპუტატი, იზაბელ როში BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას ეხმიანება, რომელშიც "ქართული ოცნების" მერი, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებაზეა საუბარი. 

იზაბელ როში აღნიშნავს, რომ BBC-ის ჩვენებამ, რომელსაც ივანიშვილის გუნდი უარყოფს და რომელმაც, პარალელურად, "ოცნებას" აიძულა გამოძიება დაეწყო, აჩვენა ის სამწუხარო უფსკრული, რომელშიც საქართველოა მოქცეული. 

BBC-ის რეპორტაჟმა აჩვენა, რომ ძალოვან სტრუქტურებს შესაძლოა გამოეყენებინათ პირველი მსოფლიო ომის პერიოდით დათარიღებული ქიმიური აგენტი ანტი-სამთავრობო მანიფესტანტების დასარბევად. ეს ნივთიერება აკრძალულია ქიმიური იარაღების საერთაშორისო კონვენციით და იწვევს დამწვრობას, სასუნთქი გზების დახშობას, ღებინებას რამდენიმე კვირის მანძილზე.

ამ ჩვენებებმა, რომელსაც ხელისუფლება უარყოფს და ამასთანავე აიძულა ისინი, დაეწყოთ ოფიციალური გამოძიება, აჩვენა სამწუხაროდ ის უფსკრული, რომელშიც საქართველო ამ ბოლო ხანებშია მოქცეული: წყვეტა სამართლიან სახელმწიფოსთან, წყვეტა სამოქალაქო თავისუფლებასთან, წყვეტა ევროპულ ღირებულებებთან," - ამბობს იზაბელ როში. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

  • განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

მსგავსი სიახლეები