12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ პირებს, ვინც გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ - დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

04.12.25 17:50
12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ პირებს, ვინც გელა ბარკალაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შეიჭრნენ - დაკავებულებს ბრალი წარედგინათ

პირებს, რომლებიც გელა ბარკლაიას სახლში ყაჩაღობის მიზნით შევიდნენ, 8-დან 12 წლამდე 12 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ - საქართველოს პროკურატურამ მცხეთის მუნიციპალიტეტში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2025 წლის 2 დეკემბერს, ბრალდებულები მცხეთის მუნიციპალიტეტში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შევიდნენ და თავს დაესხნენ დაზარალებულს, რომელსაც ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით და მუქარით თანხის და ძვირფასეულობის გადაცემა მოსთხოვეს.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 3 დეკემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

მსგავსი სიახლეები