მოწამვლის მძიმე შედეგი - დაზარალებულები იმ ნივთიერებების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელსაც წყლის ჭავლში ურევდნენ

04.12.25 20:32
მოწამვლის მძიმე შედეგი - დაზარალებულები იმ ნივთიერებების გასაჯაროებას ითხოვენ, რომელსაც წყლის ჭავლში ურევდნენ

BBC-ის  ხმაურიანი ჟურნალისტური გამოძიებიდან მესამე დღეს მოქალაქეებმა ისევ არ იციან, რა ქიმიური შენაერთების გამოყენებით დაშალა სპეცრაზმა მშვიდობიანი დემონსტრანტები. თორნიკე როინიშვილს დარბევების შემდეგ გულზე შეექმნა პრობლემები, ჰქონდა ძლიერი სპაზმიც და ხველაც, განუვითარდა ალერგიული ფონიც - არაერთი გამოკვლევის მიუხედავად, გამომწვევ მიზეზებს ექიმებმა ვერ მიაგნეს.

მას შემდეგ რაც, ქართველი ხალხის ქიმიურ იარაღით შესაძლო მოწამვლის სკანდალი გასკდა, აქციებში მონაწილე სულ უფრო მეტი ადამიანი ალაპარაკდა. ხალხს ვინც დარბევის დროს დაშავდა, დღემდე აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, რომლის გამომწვევ მიზეზებსაც ექიმები ვერ ხსნიან, ძლიერი ალერგიული ფონი განუვითარდა მასწავლებელ მანანა ხუჭუასაც. წყლის ჭავლით დასველების შემდეგ მას კიდურებზე გამონაყარი გაუჩნდა, ჰქონდა გულზე პრობლემები, სწორედ მაშინ გაუჩნდა პირველი ეჭვი, რომ წყალთან ერთად იყენებდნენ ძლიერ ქიმიურ აგენტს, რომლის ეფექტიც დიდი ხანია არ გადიოდა. 

თვალებზე პრობლემები შეექმნა დარბევის შემდეგ მარიამ ჯაფარიძეს - ვერც იმუნოლოგმა და ვერც ოფთალმოლოგმა ზუსტი დიაგნოზი ვერ დაუსვეს.

ამ ადამიანების ისტორიებით "ქართული ოცნებით" დაკომპლექტებული უწყებები არც ახლა ინტერესდებიან - ერთი წელია, ძალოვანი უწყება მომიტინგეების მოთხოვნას, რომ გაასაჯაროვონ გამოყენებული ქიმიური შენაერთების შესახებ ინფორმაცია, უგულებელყოფს.

დეტალები ნახეთ, ნინო ღვედაშვილი რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები