"ოცნების" კრიტიკა ეუთოს მინისტერიალიდან - ბოჭორიშვილს ევროპელი ლიდერების მკაცრი გზავნილების მოსმენა მოუწია
მაკა ბოჭორიშვილს ეუთოს მინისტერიალზე უმძიმესი კრიტიკის მოსმენა მოუწია - "ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრს ვენაში იმ დროს მოუწია ჩასვლა, როდესაც "ოცნება" ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების სკანდალშია გახვეული. ევროკავშირის სხელით კაია კალასმა ბოჭორიშვილის თვალწინ უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლება და იმ პოლიციელების დასჯა მოითხოვაა, ვინც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტებაშია მხილებული.
"ოცნების" ხელისუფლების მმართვლობა გააკრიტიკა პირადად ელინა ვალტონენმაც. ფინელმა მინისტრმა, რომლის ვიზიტი თბილისში "ოცნებისთვის" დიდი საერთაშორისო სკანდალით დასრულდა. ოცნების მიერ, გზის გადაკეტვის ბრალდებით დაჯარიმებულმა მინისტრა, პირდაპირ თქვა, რომ დემოკრატიული უკუსვლის ფონზე, სასიცოცლოდ მნიშნელოვანიაა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა.
იმის ნაცვლადდ, რომ ბოჭორიშვილს პარტნიორების კრიტიკა მიეღო, უერთიერთობა კიდევ უფრო გაამწვავაა. ევროპელი პარტნიორები ქვეყანაში რადიკალიზმის გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ კონკრეული სუქბიეტები დასავლეთიდან საფრთხეს ქვეყნის სუვერენიტეტს უქმნიან.
ეუთოოს მინისტერიალს ფინეთის დასანქცირებულმა მინისტრმა უმასპინძლაა. კადრებში ჩანსს, რომ ელინა ვალტონენი ოფიციალური მიღების დროს კოლეგებს პირადად ესალმებოდა, თუმცა ასე არ მოხდა მაკა ბოჭორიშვილის შემთხვევაშიი.
დეტალები ნახეთ, ინა ცარციძის რეპორტაჟში.