"პენსიონერი გაკოჭეს და აიძულებდნენ ეთქვა, სად იყო მილიონები" - ვინ არიან ნიღბიანები, ვინც გელა ბარკალაია დააყაჩაღეს
ცნობილი ბიზნესმენის გელა ბარკალაიას სახლის დაყაჩაღების ფაქტზე ორი მუშაა დაკავებული. ირკვევა, რომ გორიდან საგურამოში ჩასული მამაკაცები მეზობლად მდებარე სახლს არემონტებდნენ. ისინი ბიზნესმენის სახლის მომვლელს ჩაუსაფრდნენ, სცემეს, გაკოჭეს და აწამეს. ასე აიძულებდნენ მამაკაცს ეთქვა, სად იყო რამდენიმე მილიონი, რომელზეც ეჭვი ჰქონდათ, რომ ბარკალაია საგურამოს სახლში, თუჯის რეზერვურაში ინახავდა.
შეიარაღებულმა პირებმა ვერაფრის წაღება ვერ შეძლეს. პენსიონერი კაცი კი, რომელიც რამდენიმე საათი გაკოჭილი ყავდათ, ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ბიზნესმენი ბარკალაია შემთხვევის დროს ადგილზე არ იყო. მან პირველებს მომხდარი მოგვიანებით დაუდასტურა. ირკვევა,რომ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებული მამკაცები წარსულში სწორედ ამავე ბრალდებით არიან გასამართლებულები.
საპოლიციო ლენტი ბიზნესმენის სახლს ამ დრომდე გარშემორტყმული აქვს. თავდამსხმელების სამიზნე გელა ბარკალაიას საზაფხულო რეზიდენცია საგურამოში გუშინ დილის 10 საათზე გახდა.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.