რაში დახარჯავს ბიუჯეტის ფულს "ქართულ ოცნება" მომავალ წელს?

04.12.25 21:23
რაში დახარჯავს ბიუჯეტის ფულს "ქართულ ოცნება" მომავალ წელს?

რაში დახარჯავს ბიუჯეტის ფულს "ქართულ ოცნება" მომავალ წელს - ამცირებენ ხარჯებს განათლებაში და ინფრასტრუქტურაში, სამაგიეროდ ზრდიან ძალოვანი უწყებების ბიუჯეტს. მხოლოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტი 152 მლნ-ით იზრდება და გელაძის უწყებას ჯამში მილიარდ 547 მილიონი ექნება. აქედან მილიარდ 78 მილიონს ხელფასებში დახარჯაავენ. 129 მილიონით გაიზრდება სუსის ბიუჯეტი, უსაფრთხოების სამსახურის ხარჯების ნახევარზე მეტიც ხელფასებზე მოდის.  

2026 წლის ბიუჯეტის ბოლო ვერსიაში გათვალისწინებულია, რომ ხარჯები გაიზარდოს პროკურატურასა და სასამართლოშიც. პროკურატურის შენახვა ხალხს 98 მილიონი დაუჯდება, აქედან 70 მლნ ხელფასებში წავა.  არც სასამართლო დარჩება ისე და ბიუჯეტი 180 მლნ-მდე გაიზრდება. ეს რიცხვები ეკონომისტებისთვის ამბობს მხოლოდ ერთს, რომ ივანიშვილის გუნდს მხოლოდ რეპრესიული მანქანის იმედი დარჩა.  

ძალოვანი უწყებები არის ის, რაზეც დღეს ფაქტობრივად დგას ქართული ოცნება, ამიტომაც არ არის შემთხვევი, რომ ბიუჯეტი სწორედ აქ იზრდება. პოლიციური სახელმწიფოს ჩამოყალიბებისკენ გზა არც ისე შორია - სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ქართულ ოცნებას ეკონომიკის განვითარება კი არა,  მხოლოდ ძალაუფლების შენარჩუნება უნდა და ამის დასტურია, განათლებასა და ინფრასტრუქტურაზე შემცირებული ხარჯებიც.

დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები