ერთ წელიწადში მეშვიდე შეხვედრა - ვენაში ჩასული მაკა ბოჭორიშვილი ამჯერადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

05.12.25 10:35
ერთ წელიწადში მეშვიდე შეხვედრა - ვენაში ჩასული მაკა ბოჭორიშვილი ამჯერადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ვენაში ჩასული მაკა ბოჭორიშვილი ამჯერადაც უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა - "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა პიტერ სიიარტოსთან ბოლო ერთ წელში უკვე მეშვიდე შეხვედრა გამართა.

როგორც გავცრელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ეუთოს მინისტერიალზე მყოფმა ბოჭორიშვილმა ამჯერად უნგრელ მინისტრთან საქართველო-უნგრეთის ურთიერთობათა დღის წესრიგში არსებული საკითხები და დიალოგის შემდგომი გაღრმავების პერსპექტივები განიხილა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილმა შეხვედრები გამართა თურქეთის, ტაჯიკეთის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებთანაც.

მსგავსი სიახლეები