თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური იარაღი გამოიყენეს, ეს დანაშაულია, უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება - ბრეიზა
თუ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური იარაღი გამოიყენეს, ეს დანაშაულია - პოლონელი ევროპარლამენტარი, კშიშტოფ ბრეიზა BBC-ის რეპორტაჟის შემდეგ დამოუკიდებელი გამოძებსი აუცილებლობაზე საუბრობს.
"პირველებისთვის" მიცემულ ინტერვიუში, ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების აშკარა დარღვევაა - ამბობს ბრაიზა.
BBC-ის რეპორტაჟი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ხელისუფლებამ შესაძლოა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძველი ქიმიური იარაღი, სახელად „კამიტი“, გამოიყენა, ძალიან შემაშფოთებელია.
ამ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ადამიანებს კანის წვა, სუნთქვის პრობლემები, ძლიერი ხველა და გულის პრობლემებიც კი აღენიშნებოდათ. ეს ცრემლსადენ გაზზე ნორმალური რეაქციები არ არის, ეს გაცილებით უარესია.
თუ ეს ინფორმაცია სიმართლეა, ეს ნიშნავს, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ტოქსიკური იარაღი გამოიყენეს. ეს შეცდომა არ არის, ეს სერიოზული დანაშაულია და ადამიანის უფლებებისა და ევროპული ღირებულებების აშკარა დარღვევაა.
მე მჯერა, რომ უნდა ჩატარდეს სრული, პატიოსანი და დამოუკიდებელი გამოძიება. ყველა პასუხისმგებელი პირი უნდა დაისაჯოს.
საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანაა. მისი გზა ევროპისკენ თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და პატივისცემაზე უნდა იყოს აგებული და არა შიშსა და ძალადობაზე", - განაცხადა კშიშტოფ ბრეიზამ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.