ფილმები მაინც არ გინახავთ? - წილოსანი კითხვაზე, რატომ არ არის BBC-ის გამოძიების შემდეგ გამოკითხული ვახტანგ გომელაური

05.12.25 13:07
ფილმები მაინც არ გინახავთ? - წილოსანი კითხვაზე, რატომ არ არის BBC-ის გამოძიების შემდეგ გამოკითხული ვახტანგ გომელაური

 

 

ქიმიური ნივთიერების სკანდალი - სუს-მა გამოძება დაიწყო, თუმცა ამ დრომდე არ გამოუკითხავთ შს-ს მაშინდელი მინისტრი, ვახტანგ გომელაური. "ოცნება" ამბობს, რომ არც იციან, როდის დაკითხავენ კაცს, რომელმაც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სავარაუდოდ, ქიმიური ნივთერების გამოყენების ბრძანება გასცა.

დღეს პარლამენტში ნინო წილოსანი "ტვ პირველის" ჟურნალისტს ურჩევდა, რომ ფილმებისთის ეყურებინა და იქიდან ესწავლა, როგორ იძიებენ ასეთ საქმეებს.

გასაგებია, რომ საპოლიციო და სპეციალური სამსახურების მუშაობის გამოცდილება არ გაქვთ, მაგრამ მინიმუმ ფილმები მაინც ხომ გინახავთ ან რაღაც ლოგიკა ხომ გაქვთ? ანუ, ჯერ უნდა გამოიკითხოს მხარე, რომელიც ბრალს დებს მეორე მხარეს და შემდეგ, გამოკითხული ადამიანების საფუძველზე უნდა დაესვეს კითვები ყველა იმ ადამიანს, ვინც უნდა უპასუხოს ამ კითხვებს. ახლა ამის აგორება, რომ რატომ არ დაიბარეს ვახტანგ გომელაური იქამდე, სანამ გამოკითხული არ იქნება ბრალმდებელი, მე ვფიქრობ, რომ მინიმუმ არასერიოზული კითხვაა. ბრალმდებელი არის ის ვინც იტყუება და ამბობს, რომ გარეული იყო აკრძალული ნივთიერებაო. ძალიან ლოგიკურად  გაგეცით პასუხი, თქვენ მითხარით მაშინ, თუ არალოგიკური იყო.  ანუ პასუხი ვინც უნდა გასცეს კითხვებს ის უნდა დაიბარონ ჯერ და მერე უნდა დაიბარონ ის, ვინც მბრალდებელია? ამიტომ აგენთოთ, რომ მბრალდებელია გომელაური, თორემ გომელაურმა ახსნა რეალობა და მოცემულობა", - ამბობს წილოსანი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები