დაიბარებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს სუს-ში - რას ითხოვს "ოცნება"?

05.12.25 13:27
დაიბარებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს სუს-ში - რას ითხოვს "ოცნება"?

 

 

დაიბარებენ თუ არა ვანო მერაბიშვილს სუს-ში? - BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა საკითხი, გასცა თუ არა ქიმიური ნივთიერების საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოყენების ბრაძანება ვახტანგ გომელაურმა, რომელიც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში შს მინისტრი იყო. დღეს ეს კითხვა "პირველებმა" "ოცნების" წევრებს დაუსვა. 

ლადო ბოჟაძე ამბობს, რომ გამოძიებას კითხვები გომელაურზე ადრე ვანო მერაბიშვილმა უნდა გასცეს. ივანიშვილის გუნდის წევრის თქმით, (BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ნივთიერებაზე) ყველა შესყიდვის საბუთი სწორედ მერაბიშვილის მინისტრობის დროს არის გაცემული. 

  • ვახტანგ დაადასტურა, რომ BBC-ის გამოძიებაში დასახელებული ნივთიერება ჰქონდათ, თუმცა ამტკიცებს, რომ ის წინა ხელისუფლებამ იყიდა და არა "ქართულმა ოცნებამ". 

მე მგონია, რომ ვახტანგ გომელაურზე ადრე, სუს-მა უნდა დაიბაროს ვანო მერაბიშვილი და დაკითხოს და უნდა დაიკითხოს მიხეილ სააკაშვილი, როგორც მაშინდელი პრეზიდენტი. სავარაუდოდ, შეიძლება სუს-მა ამით დაიწყოს. ვისაც ჩათვლის გამოძიება საჭიროდ, ყველა უნდა გამოიკითხოს. ვანო მერაბიშვილს ხომ უნდა გაახსენდეს რა იყიდა? (ჟურნალისტი: და ვახტანგ გომელაურს არ უნდა გაახსენდეს? ) ყველა შესყიდვის საბუთი არის გაცემული. რატომ დუმს ვანო მერაბიშვილი ამ დრომდე, ასეთი ამბავი როცა ატეხილი? ყველამ იცის, რომ მის დროს იყო შესყიდული. ხარება რატომ, ხარებამ შეისყიდა?  სპეცრაზმის ხელმძღვანელი რა მნიშვნელობა აქვს ვინ იყო, მე გეუბნებით ვინ შეისყიდა და რა დროს. ვანო მერაბიშვილის დროს იყო შესყიდული, ამიტომ მერაბიშვილია პირველწყარო. გომელაურიც უნდა დაიბარონ, მერაბიშვილიც უნდა დაიბარონ, უნდა დაიბარონ ყველა, ვისი დაკითხვაც მეტ ინფორმაციას მისცემს საზოგადოებას", - ამბოსბ ლადო ბოჟაძე.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები