ქიმიური ნივთიერების სკანდალი - სუს-ის თქმით, გამოკითხულია ვახტანგ გომელაური და "ხარება"

05.12.25 14:33
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - სუს-ის თქმით, გამოკითხულია ვახტანგ გომელაური და "ხარება"

ქიმიური ნივთიერების სკანდალი - სუს-ში "პრიველებს" ეუბნებიან, რომ BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტთან დაკავშირებით გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა ყოფილი შს მინისტრი, ვახტანგ გომელაური და გდდ-ს ყოფილი შეფი ზვაიდ ხარაზიშვგილი, იგივე ხარება.

მამუკა მდინარაძის უწყება ასევე ამბობს, რომ გამოკითხულები არიან "ხარებას" მოადგილეებიც" და ასევე 50-ზე მეტი სპეცრაზმელი. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

მსგავსი სიახლეები