ქიმიური ნივთიერების სკანდალი - რა სამართლებრივ გზებზე საუბრობს ოპოზიცია
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - ოპოზიცია სამართლებრივი გზების ძიებაშია. პროდასავლურ ძალებს გადაწყვეტილი აქვთ რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანონ.
"დროას" ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ლემონჯავას განცხადებით, ამისთვის არსებობს რამდენიმე მექანიზმი - გაერო, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია და ჰააგის სასამართლო.
ლემონჯავა ამბობს, რომ საერთაშორისო გამოძიება შეიძლება ჩაატარონ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა, მაგალითად საფრანგეთმა. ეს განსაკუთრებით საინტერესო იქნება, რადგან ივანიშვილი საფრანგეთის მოქალაქეც არის.
საერთაშორისო გამოძიება შეიძლება ჩაატარონ ინდივიდუალურმა სახელმწიფოებმა, ცალც-ცალკე რომელიმე დასავლეთის სახელმწიფომ - ეს შეიძლება იყო მაგალითად საფრანგეთი. იმიტომ, რომ ივანიშვილი პარალელურად არის საფრანგეთის მოქალაქე. ეს დანაშაული, რომელიც დიდი ალბათობით ჩაიდინა ივანიშვილსი რეჟიმმა, არის უმძიმესი დანაშაული, კონვენციური დარღვევა, რომლის გამოძიების უფლებამოსილება ინდივიდუალურ ქვეყნებს, მათ შორის საფრანგეთს რა თქმა უნდა გააჩნია. მეორე შესაძლებლობა ეს არის საერთაშორისო სამართლებრივი ინსტიტუტები, რომელბსაც გააჩნიათ სპეციალური საგამოძიებო უფლებამოსილებები. ეს არის კონკრეტული საერთაშორისო ორგანიზაციები, ეს არის მაგალითად გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, ეს შეიძლება იყოს საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურორის ოფისი. ერთ რამეში მინდა დავარწმუნო ყველა, რომ პოლიტიკური ოპოზიცია მუშაობდა და მუშაობს იმისთვის, რომ ივანიშვილის წინააღმდეგ პასუხისმგებლობა დადგეს რაც შეიძლება სწრაფად და ეს პასუხისმგებლობა იყოს რაც შეიძლება მძიმე", - განაცხადა გიგა ლემონჯავამ.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.