პასუხის ნაცვლად - მუქარა: რით მოწამლეს მოქალაქეები, ისევ უცნობია

05.12.25 20:01
პასუხის ნაცვლად - მუქარა: რით მოწამლეს მოქალაქეები, ისევ უცნობია

რა ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს შარშან მოქალაქეების წინააღმდეგ? პასუხი კვლავ არ არსებობს. BBC-ის სკანდალის შემდეგ ირაკლი კობახიძე  მეორედ გამოჩნდა და პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას კიდევ უფრო აშკარად შეეცადა.

კობახიძის დღევანდელი პოზიცია უკავშირდება იმავე პრაქტიკას, რასაც 9 აპრილის მოვლენების შემდეგ საბჭოთა რეჟიმი იყენებდა - ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, გამოძიების შედეგებს დაელოდოს, თუმცა წინასწარ მიუთითებს, რომ გამოძიების მთავარი ფოკუსი არ იქნება გამოყენებული ნივთიერების იდენტიფიცირება, არამედ იმ პირების დასჯა, ვინც BBC-ის ინტერვიუ მისცა და საკუთარი გამოცდილება გააზიარა.

მისი განცხადებებიდან ჩანს, რომ ნივთიერებების ზუსტი დადგენა გამოძიებისთვის მეორეხარისხოვანი ხდება.  კობახიძე ამბობს, რომ თუ დადასტურდა, რომ რუსთაველზე დაუშვებელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს, პასუხისმგებლობა წინა ხელისუფლებას ეკისრება. ამ გზით ის ირიბად აღიარებს, რომ აკრძალული ნივთიერების გამოყენება მართლაც მოხდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები