EU-მა განგაშის სიგნალი ჩართო - ქიმიური სკანდალის გამო „ოცნებას“ მკაცრი საერთაშორისო პასუხი ემუქრება
როგორ უპასუხებს ევროკავშირი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ გამოძიებულ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენების საქმეს - ევროპარლამენტარები განგაშის სიგნალს რთავენ. ტვ პირველთან ინტერვიუში საქართველოს საკითხზე მომხსენებელმა აღნიშნა, რომ საკითხი უსწრაფეს რეაგირებას საჭიროებს.
15 დეკემბერს ბრიუსელში ევროპის ქვეყნების პირველი დიპლომატები პირველად შეიკრიბებიან მას შემდეგ, რაც ქიმიური იარაღის სკანდალი გასაჯაროვდა. ევროპარლამენტარები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებენ, მიმდინარე კრიზისის გათვალისწინებით საქართველოს საკითხი ოფიციალურ დღის წესრიგში შეიტანონ და შესაბამისი ზომები მიიღონ. მათი შეფასებით, „ქართული ოცნება“ საკუთარი შესაძლო დანაშაულის ობიექტური გამოძიების უნარს არ ფლობს.
BBC-ის სკანდალურმა გამოძიებამ მნიშვნელოვანი რეზონანსიც გამოიწვია გაერთიანებულ სამეფოში. ბრიტანელი ლორდები საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდებიან პასუხს, გამოიყენებს თუ არა უწყება ქიმიური იარაღის შესახებ სანქციების მექანიზმს „ქართული ოცნების“ მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ. დიდ ბრიტანეთში საქართველოს ყოფილი ელჩი კი დარწმუნებულია, რომ ოფიციალური ლონდონი ამ საქმეზე სრული საგამოძიებო პროცედურით იხელმძღვანელებს.
ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში.