ვუსმენთ მოწამლულებს - ხალხი, ვისი ჯანმრთელობაც დარბევებმა შეიწერა
49 წლის ქეთო პაპუნაშვილს სპეციალური ჯოხის გარეშე გადაადგილება იანვრის შემდეგ აღარ შეუძლია. ქალი, რომელიც დეკემბრის აქციების დროს სხვა ასობით ადამიანთან ერთად "ხარებას" სპეცრაზმის სამიზნე გახდა, ერთ-ერთია, ვისაც ჯანმრთელობა შეერყა. ქალი ამბობს, რომ თითქმის ერთი წელია, ექიმებთან ერთად ცდილობს, დაადგინოს, რა სჭირს?! ამბობს, რომ პირველი სიმპტომები იანვარში გამოუვლინდა.
მისი თქმით, ყველაფერი მხედველობის გაორებით დაიწყო. ამას თან დაერთო სისუსტე, მუდმივი დაღლილობა, გულისრევა, ხველება. BBC ის გამოძიების შემდეგ ქეთო დარწმუნდა, რომ მისი ჯანმრთელობის პრობლემები აქციებზე მოწამვლას უკავშირდება.
ინგლისური ენის პედაგოგი, მანანა ხუჭუას "შაბათის ეთერს" ეუბნება, რომ მძიმე ალერგიული რეაქცია აქციაზევე დაეწყო.
- კანონით, ნებისმიერი სპეცსაშუალება რომელსაც პოლიცია იყენებს მომიტინგეების წინააღმდეგ, მოკლე ვადიანი ეფექტის მქონე უნდა იყოს, თუმცა ყველა დაზარალებული, ვისაც "შაბათის ეთერი" ესაუბრა, ამბობს, რომ მტანჯველი სიმპტომები თვეების განმავლობაში გრძელდებოდა.
- ცნობისთვის, ორი კოდის ქვეშ გაერთიანებული ნივთიერებების ფლობა და გამოყენება დაადასტურა ირაკლი კობახიძემ. რა დოზით და რომელი ნივთიერება გამოიყენეს გასულ წელს აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ, ამაზე ქართულ ოცნება არაფერს არც BBC-ის გამოძიების შემდეგაც არ ამბობს.
ცნობილია ისიც, რომ თბილისის დემონსტრაციების მონაწილეებმა საათები გაატარეს მომწამვლელი ნივთიერებით გაჟღენთილ ტანსაცმელში მაშინ, როცა უსაფრთხოების პროტოკოლები პირდაპირ მიუთითებს, რომ ასეთი სამოსი დაუყოვნებლივ უნდა მოიშოროთ, რათა ტანსაცმელმა ტოქსიკური კრისტალები არ შეიწოვოს -"ხარებას" მიერ დარბეულ და შემდეგ დაკავებულ მომიტინგეებს კი ქიმიური ნივთიერებებით გაჟღენთილი სამოსი ეცვათ როგორც იზოლატორში, ისე სასამართლოში.
მურთაზ ციხისელი ტრაილერის მძღოლია, ის ათი წელია ევროპაში ცხოვრობს. გასული წლის შემოდგომაზე თბილისში იყო ჩამოსული და რა თქმა უნდა იდგა რუსთველის გამზირზე ისიც იმ მოქალაქეებს შორის აღმოჩნდა, ვისაც BBC-ის გამოძიებამ საეჭვო კითხვებზე პასუხები აპოვნინა. კაცი "შაბათის ეთერთან" ამბობს, რომ რადგან ორი ქვეყნის ჯანდაცვამ ვერაფერი გაიგო, რა სჭირდა. პირველად ბელგიაში ანტვერპენში ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია და კვლევები.
ამ ინტერვიუდან რამდენიმე დღეში მურთაზ ციხისელი "შაბათის ეთერს" დაუკავშირდა და უთხრა, რომ ანტვერპენის საავადმყოფოდან დაურეკეს და გამოკვლევებზე ხელახლა მისვლა სთხოვეს. ბელგიელ ექიმებს BBC-ის ფილმის ნახვის შემდეგ გაახსენდათ პაციენტი, რომელსაც გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ დიაგნოზი ვერ დაუსვეს.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ "ქართულმა ოცნებამ" მათ ქიმიური თავდასხმა მოუწყო. ევროპული მომავლის მცველები დარწმუნებული არიან, რომ ეს დანაშაული ადრე თუ გვიან იურიდიულ ჩარჩოში მოექცევა.