რა ხდება BBC-ის საჩივარზე? - ნიკა ფარულავა "ოცნებას"
კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, ნიკა ფარულავა "ოცნებას" მოუწოდებს იმ ნივთიერების შესახებ დადონ ოფიციალური დოკუმენტაცია, რაც დღეს სუს-ის ბრიფინგზე თქვეს, რომ აქციაზე გამოიყენეს.
ფარულავა ასევე ითხოვს პასუხს, თუ რა ხდება BBC-ის საჩივარზე - "მექვსე დღე გადის და რა ეტაპზეა ეს საჩივარი - დაიწერა თუ არ დაიწერა".
სუს-ის ბრიფინგზე ჩვენ გავიგეთ არაფერი. მთავარი კითხვები ისევ პასუხგაუცემელია. უბრალოდ გამოვიდნენ და ტქვე,ს რომ გამოიყენეს რაღაც ნივთიერებები, რომელიც არ არის აკრძალული. სინამდვილეში მოთხოვნა რაც იყო რჩება - დადონ დოკუმენტაცია ამ ნივთიერების, რაც მათივე განცხადებით გამოიყენეს. და მეორე და მნიშვნელოვანი - რა ხდება BBC-ის საჩივარზე? მექვსე დღე გადის და რა ეტაპზეა ეს საჩივარი - დაიწერა თუ არ დაიწერა", - ამბობს ნიკა ფარულავა.
მამუკა მდინარაძის უწყება ირწმუნება, რომ აქციაზე ხალხის წინააღმდეგ ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი გამოიყენეს, რომლის პრომილენ გლიკოლის ხსნარში იყო გახსნილი.
- სუს-ში ამბობენ, რომ არცერთი არ განეკუთვნება აკრძალული ნივთიერების კეტეგორიას.
- როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ლაშა მაღრაძემ განაცხადა, ქიმიური ფხვნილი ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი ებრაული კომპანიისგან არის შეძენილი 2007 წელს.
- მამუკა მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ „ბრომობენზილ ციანიდი“, იგივე „კამიტი“, რაზეც BBC-ის გამოძიებაში იყო საუბარი, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს შეუძენია.