"რეჟიმი გვწამლავს! ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!" - აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან იკრიბებიან

06.12.25 19:23
"რეჟიმი გვწამლავს! ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება!" - აქციის მონაწილეები ფილარმონიასთან იკრიბებიან

"ქართულმა ოცნებამ" მოგვწამლა - BBC-ის საგამოძიებო ფილმის შემდეგ, მოქალაქეები საერთაშორისო გამოძიებას ითხოვენ. 

მოქალაქეები ფილარმონიასთან იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობას გამართავენ პარლამენტისკენ.

"დღევანდელი მსვლელობა მიმართულია რუსული რეჟიმის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების ქიმიური იარაღით მოწამვლის წინააღმდეგ, გაგვეცით პასუხი რითი გვწამლავდით, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას" - აცხადებენ აქციის მონაწილეები. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

 

მსგავსი სიახლეები