მეც მოწამლული ვარ და დღემდე სისხლი მომდის ცხვირიდან ყოველ დილით - ფოტოგრაფი გოგიტა ბუხაიძე

06.12.25 21:09
მეც მოწამლული ვარ და დღემდე სისხლი მომდის ცხვირიდან ყოველ დილით - ფოტოგრაფი გოგიტა ბუხაიძე

მეც მოწამლული ვარ და დღემდე სისხლი მომდის ცხვირიდან ყოველ დილით - ამის შესახებ ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა გოგიტა ბუხაიძემ "ტვ პირველთან" განაცხადა. 

ბუხაიძე სუს-ის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ამტკიცებს, რომ "კამიტის გამოყენება გამოგონილია" და უწყებაში გამოძიება გრძელდება  მტრულ საქმიანობაში დახმარებაზე. 

იმაში გაიყიდნენ, რომ ეგრევე ხელი დაადეს ვანო მერაბიშვილს და თქვეს, რომ [ნივთიერება] მისი მინისტრობის დროს იყო შეძენილი. მერე 5 დღე იფიქრეს და დღეს დადეს ეს ინფორმაცია. მე ფოტოგრაფი ვარ და ვუიღებდი ყველაფერს [მოქალაქეების დარბევას 2024 წელს], მეც მოწამლული ვარ დღემდე სისხლი მომდის ცხვირიდან ყოველ დილით"- აცხადებს ფოტოგრაფი. 

მსგავსი სიახლეები