სად არის ვახტანგ გომელაური?

06.12.25 21:39
სად არის ვახტანგ გომელაური?

ექსპერტების, პოლიტიკოსების და შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეცრაზმის შეირაღების ყოფილი უფროსი, ლაშა შერგელაშვილის თქმით, 2020, 2023 და 2024 წლებში ქიმიური ნივთიერების ხალხის წინააღმდეგ  გამოყენაბაზე პასუხისმგებელი, მაგნიცკის სიით სანქცირებული ვახო გომელაურია.

"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 2 დეკემბერს, ზუსტად იმ დროს  როცა სუსში, სავარაუდო დამნაშავეების ნაცვლად, გამოკითხვაზე ექიმებს, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და უბრალოდ BBC-ის რესპოდენტებს იბარებენ, შსს-ს ყოფილი შეფი აგარაკზე იმყოფებოდა. 

არსებობს მოსაზრება, რომ ვახო გომელაურს ივანიშვილმა მისი სხვა თანაგუნდელებისგან განსხვავებით, ყველაფერი იმის გამო აპატია, რომ გომელაურმა იმ სხვაზე ბევრად მეტი რამ იცის.

ოცნების ძალოვანები მმართველი გუნდის შეცვლის შემდეგ, ჩხრეკაზე შევიდნენ არა ერთ მინისტრთან, ექს პრემიერთან და სუსის უფროსთანაც, თუმცა მათ რიცხვში გომელაური არ ყოფილა. ფაქტია, რომ ივანიშვილის პირად მცველს ჯერ პასუხს არავინ სთხოვს, არც სასახლისთვის საჭირო ფულის წარმომავლობაზე, არც ძვირადღირებულ ავტომობილებსა და არც სავარაუდო ფიქტიურ გარიგებებზე.

მსგავსი სიახლეები