ქიმიური ნივთიერების სკანდალი - მივა თუ არა საქმე ჰააგამდე

07.12.25 20:09
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - მივა თუ არა საქმე ჰააგამდე

რითი მოწამლეს ხალხი? საქართველოს მოქალაქეების კიდევ ერთი სარჩელი სტრაბრუგის სასამართლოში, დიდი ალბათობით, უმოკლეს ვადებში გაიგზავნება. ერთი წლის წინ მრავალათასიანი საპროტესტო აქციების დროს წამების მეთოდებით დაშლილი მოქალაქეები ადამიანის  უფლებათა ევროპულ სასამაღთლოშიც აპირებენ წართმეული უფლებებისთვის ბრძოლას.  

არასამთავრობო ორგანიზაციები ახლა ნაწამები მოქალაქეების ისტორიებს აგროვებენ იმისთვის, რომ ახალი დავა სტრაბურგში დაიწყოს - სავარაუდოდ მოთხოვნებს შორის იქნება დროებითი შემაკავებელი მექანიზმის ამოქმედებაც იმისთვის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციებზე სპეცსაშუალებების გამოყენება ვეღარ შეძლოს.

თუ ხალხის წინააღმდეგ  ქიმიური ნივთიერების გამოყენების საქმით საერთაშორისო გამოძიება დაინტერესდება, ეს იმის დასტური იქნება, რომ ხალხმა საკუთარ ქვეყანაში სამართალი ვერ იპოვა. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლება ვალდებული იქნება, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა პასუხისმგებელმა პირმა უნდა თქვას, რამდენად იყო მიზანშეწონილი აქციების დაშლის დროს კონკრეტული ნივთიერებების გამოყენება. შეიძლება, ჩატარდეს ფაქტების დამდგენი მოკვლევაც, რომელიც კლასიკური გამოძიებისთვის იქნება საჭირო - ანუ იმისთვის, რომ კონკრეტული ადამიანები დაისაჯონ.

შეიძლება თუ არა რომ წყლის ჭავლში გარეული ქიმიკატების საქმე წავიდეს ჰააგაში? იმისთვის, რომ საქმე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომდე მივიდეს, კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს. იურისტები ამბობენ, რომ ქართველი ხალხის წამება კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულსს უტოლდება. ჰააგის სასამართლოს პროკურორს შეუძლია ამ საქმეზე გამოძიების დაწყება ისევე, როგორც ეს 2016 წელს მოხდა, რუცა რუსეთ საქართველოს ომზე გამოძიება ჩაატარეს.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები