ქტიტორობა და აშენებული ეკლესია საღოლაშენში - "ხარებას" პირველი კომენტარი "პირველებთან"
ქტიტორობა და აშენებული ეკლესია საღოლაშენში - გდდ-ს ყოფილი შეფი, "ზვიად ხარაზიშვილი "პირველებთან" პირველ კომენტარს აკეთებს.
ხარებამ, რომელსაც ასობით მომიტინგე ადამიანების ცემასა და წამებაში ადანაშაუალებს და ამის ამსახველი არაერთი კადრიც არსებობს, ქარელში წმინდა ეკატერინეს ტაძრის მშენებლობის დააფინანსება "პირველებს" დაადასტურა.
"მითხარი დროზე რა ხდება. ტაძარი 7 წელია შენდება რა რო იცოდე"- უთრხა "ხარებამ" "პირველებს".
"პირველებმა" დღეს კითხვები დაუსვა ტაძრის ერთ-ერთ სასულიერო პირს და ჰკითხა, თუ როდის გადაწყვიტა ზვიად ხარაზიშვილმა აღნიშნული ეკლესიის აშენება,რ აზეც საულიერო პირმა არ უპასუხა.
გდდ-ს ყოფილი შეფი, ზვიად ხარაზიშვილი ახლადაშენებულ ტაძარში საკვირაო ქადაგებას შსს-ს ყოფიო მინისტრ ვახტანგ გომელაურთან ერთად დაესწრო.
სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც მიტროპოლიტი იობი ამბიონიდან ქადაგების დროს მადლობას უხდის კაცს, რომელსაც ასობით მომიტინგე ადამიანების ცემასა და წამებაში ადანაშაუალებს და ამის ამსახველი არაერთი კადრიც არსებობს.
სინოდის გავლენიანმა წევრმა სპეცრაზმის ყოფილი უფროსი ღმერთის რჩეულად და ქველმოქმედად გამოაცხადა.