დეპუტატ წაქაძეს აინტერესებს, კიდევ თუ იქნება არაბული ინვესტიციები
"ოცნების" დეპუტატს, ბეჟან წაქაძეს ემირატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩისგან აინტერსებს, კიდევ თუ იქნება არაბული ინვესტიციები.
წაქაძის თქმით, ეს მნიშვნელოვანი საკითხია.
მე მექნება კითხვა კი, ასეთ ინვესტიციას განახორციელებენ თუ არა კიდევ ქვეყანაში. ამ კუთხითააც მნიშვნელოვანია და სხვა კუთხითაც. მე მაგალითად ამ კითხვას დავუსვამდი", - ამბობს ბეჟან წაქაძე.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ემირატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს "ქართული ოცნების" წევრები დახურულ კარს მიღმა შეხვდებიან. მხოლოდ მმართველი გუნდის წევრები გაიგებენ, რა გეგმები აქვს საქართველოში არაბულ კომპანიას, რომელიც ორი დიდი პროექტის მშენებლობას აანონსებს.
- ჩვენივე ინფორმაციიით, კომიტეტის სხდომაზე ემირატებისა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ იმსჯელებენ.
დღეს "პირველების" ჟურნალისტმა "ოცნების" დეპუტატებს ჰკითხა, რატომ გადაწყვიტა ემირატების ელჩს კომიტეტის ფარგლებში შეხვედროდა. ივანიშვილის გუნდის წევრები აცხადებენ, რომ საზოგადოებას არაბულ პროექტზე არასწორი ინფორმაცია აქვს და სურთ ხალხის ინფორმირებულობა მოახდინონ. თუმცა საინტერესოა, მაშინ რატომ გადაწყდა დახურულ ფორმატში შეხვედრა.
"თქვენ შეგიძლია მე დამელოდოთ, რა კითხვებზეც პასუხს გავიგებ, მერე თქვენი საშალებით გავუზიარებ საზოგადოებას. დახურება თუ არა შეხვედრა, ამაზე გადაწყვეტილება კომიტეტმა უნდა მიიღოს.", - განაცხადა ლადო ბოჟაძემ.
მოსახლეობაში არის მაღალი ინტერესი, ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი პროექტი და უმნიშვნელოვანესი ინვესტიცია. მოსახლეობსი დაჯერების გაჭირვება, ეს ხომ სპეკულაციური კითხვაა. ჩვენ აბსოლუტურად ყველაფრის საქმის კურსში ვართ, თუმცა რაც უფრო მეტი გამჭვირვალობა იქნება, კარგია", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
შეხვედრა 14:30 საათზე არის ჩანიშნული.საზოგადოება კვლავ მოითხოვს, სახელმწიფომ გაასაჯაროვოს არაბულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, თუმცა დოკუმენტი მთავრობის მხრიდან დღემდე მკაცრად დამალულია.
არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება და პირობების გასაჯაროებას ითხოვს.