შეხვედრა საამიროების ელჩთან დახურულ კარს მიღმა - რატომ არ დაპატიჟა "ოცნებამ" ის ხალხი, ვისაც Eagle Hills-ის პროექტზე კითხვები აქვს
შეხვედრა საამიროების ელჩთან დახურულ კარს მიღმა - დღეს "პირვლეებმა" ივანიშვილის გუნდის წევრებს პარლამენტში ჰკითხა, რატომ არ დაპატიჟეს ბიუროზე, ელჩ აჰმედ ალ ნუაიმისთთან შესახვედრად ის ხალხი, ვისაც Eagle Hills-ის პროექტზე ბევრი კითხვა აქვს და რატომ გადაწყდა რომ აღნიშნული შეხვედრა დახურულ ფორმატში შემდგარიყო.
"პირველებმა" "ოცნების" დეპუტატებისგან ასეთი პასუხები მიიღო:
ყველაფერი კარგად არის, ძალიან მაგარი პროექტია, ქვეყნისთვის 6 მილიარდნახევრიანი ინვესტიცია ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი მნიშვნელოვანი ინვესტიცია ჯერჯერობით საქართველოს ისტორიაში არ განხორციელებულა. ყველაფერი ნათელია, ყველაფერზე გაცემულია პასუხი. ძაან მაგარი ამიტომაა, რომ ქვეყანაში ათიათასობით სამუშაო ადგილი გაჩნდება, ინვესტიციები შემოვა. ელჩი სულ მოდის - ასეც მოდის, ისეც მოდის. კითვებზე უკვე ყველა პასუხი გაცემულია", - ამბობს გიორგი ბარვენაშვილი.
გვაინტერესებს ზოგადად ემირატებს რა გეგმები აქვს, როგორ უნდა ინვესტიცია განახორციელოს ჩვენს ქვეყანაში. ნახავს და გაიგებს. გავაგებინებთ. ძალიან კარგია ინვესტიცია საქართველოში", - ამბიბს კიდევ ერთი "ოცნების" დეპუტატი.
არაბული კომპანია Eagle Hills თბილისსა და გონიოში მასშტაბური მშენებლობების განხორციელებას გეგმავს, რასაც მოსახლეობის ნაწილი ეწინააღმდეგება და პირობების გასაჯაროებას ითხოვს.