არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს "ოცნება" დახურულ ფორმატში მოუსმინა
"ოცნება" არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს, აჰმედ ალ ნუაიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე დახურულ ფორმატში მოუსმინა.
მოსმენის თემა „საქართველო-არაბთა გაერთიანებული საამიროების ურთიერთობები და არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო პოლიტიკა“ იყო.
სხდომის ღია ნაწილში ელჩმა საქართველო-საამიროების ურთიერთობების დინამიკაზე ისაუბრა და თქვა, რომ 10 ქართველ სტუდენტს შესაძლებლობა ექნება ისწავლოს მოჰამედ ბინ ზაიედის სახელობის უნივერსიტეტში.