საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით - სტივენ დაუთი
გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ქიმიური ნივთიერების შესაძლო გამოყენების შესახებ და სოციალურ ქსელში BBC-ის გამოძიებას ეხმაურება.
საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით - წერს ბრიტანელი პოლიტიკოსი.
"ღრმად შეშფოთებული ვიყავი BBC-ს რეპორტაჟით, რომელმაც ივარაუდა, რომ საქართველოს პოლიციამ 2024 წლის ბოლოს თბილისში ტოქსიკური ქიმიკატები გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ.ჩვენ საქართველოსგან ქიმიური იარაღის კონვენციით აღებული ვალდებულებების შესრულებას მოველით, რათა უზრუნველყოფილი იყოს, რომ ტოქსიკური ქიმიკატების გამოყენებაზე კონვენციაში არსებული აკრძალვების ნებისმიერი სახით სავარაუდო დარღვევა შესაბამისად იქნეს გამოძიებული", - წერს გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი, სტივენ დაუთი, სამეფოს თემთა პალატის წევრის, ჯესიკა მორდენის კითხვის პასუხად, რომელიც BBC-ს გამოძიებას ეხებოდა.
შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.
მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.
- განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.