ქიმიური ნივთიერების სკანდალი - რას ითხოვს დიდი ბრიტანეთი "ოცნებისგან"

08.12.25 20:10
ქიმიური ნივთიერების სკანდალი - რას ითხოვს დიდი ბრიტანეთი "ოცნებისგან"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსხურმა გამოძიება დასრულებულად ისე გამოაცხადა, რომ საზოგადოებისთვის ისევ არ უთქვამს მთავარი - რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენეს ხალხის წინააღმდეგ ნოემბერ-დეკემბერში. სუს-ი მხოლოდ 4-5 დეკემბერზე ლაპარაკობს და არაფერს ამბობს 28 ნოემბრიდან დაწყებულ დარბევებზე, არც 2024 წლის გაზაფხულზე, როდესაც წყალი ისევე წვავდა როგორც შემოდგომაზე. 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ზოგადი პასუხებით ცდილობს კითხვებისგან თავის არიდებას. შსს თავად ადასტურებს, რომ 2007-2009 წლებში უწყებამ ნეიროტოქსიური ნივთიერება - ტრიქლორეთილენი შეისყიდა და დაასაწყობა. BBC-ის მიერ მოპოვებული 2019 წლის დოკუმენტში ჩანს, რომ შეძენილი 880 ლიტრიდან 260 ლიტრი გახარჯულია და დარჩენილია 620 ლიტრი ტრიქლორეთილენი. სუს-ი ახლა გვეუბნება, რომ ჩამოწერეს 880 ლიტრი გამხსნელი ნივთიერება, რაც აჩენს ეჭვს, რომ ნივთიერბას იყენებდნენ და დროდადრო მარაგებს ავსებდნენ. იყო თუ არა გამოყენებული ტრიქლორეთილენი 28 ნოემბრიდან 5 დღის განმავლობაში, ან 20024 წლის გაზაფხულზე - კითხვაზე პასუხი არც სუს-ს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს არ აქვს.

არადა ჯერ კიდევ 2024 წლის 30 ნოემბერს ალექსანდრე დარახველიძე თვითონ ადასტურებდა, რომ წყალში ქიმიურ ნივთიერებას ურევდნენ. ახლა არაფერს ამბობს და მხოლოდ ზოგადი პასუხებით შემოიფარგლება.

კონკრეტულ კითხვებზე პასუხი არც ივანიშვილის გუნდში აქვთ. ფაქტობრივად ჰაერიდან გააქრეს ვახტანგ გომელაურის ჩვენება, რომელმაც იმ დღესვე დაადასტურა, რომ BBC-ის გამოძიებაში ნახსენები ნივთიერება შსს-ს შეძენილი ჰქონდა, ოღონდ წინა ხელისუფლების დროს. გვიმტკიცებენ, რომ 1 კვირა ცრემლსადენი გაზის ნივთიერებას იკვლევდნენ. ოღონდ ეს ყველაფერი ზეპირსიტყვიერად. არცერთი დამადასტურებელი დოკუმენტი სუს-ს არ გაუსაჯაროვებია.

ამასობაში კი ქართულმა ოცნებამ  BBC-ის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოში სარჩელის შეტანა გადაიფიქრა. ჩანს, რომ ივანიშვილის პარტიისთვის საერთაშორისო სასამართლოში ჩივილი რისკია, რადგან სამართლებრივი დავის დროს ოფიციალური დოკუმენტების წარდგენა მოუწევთ, ამ ჩანაწერების გასაჯაროვება კიი როგორც ჩანს მათთვის იმაზე დიდი პრობლემაა ვიდრე ჟურნალისტური გამოძიება.

ჩნდება კითხვა, თუ როგორც სუსი ამტკიცებს დემონსტრაციაზე მსუბუქი ქიმიური ნივთიერება  და გამხსნელი იყო გამოყენებული, რატომ გამოუვლინდა ამდენ მოქალაქეს ხანგრძლივი სიმპტომები?

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები