რაში იხარჯება ხალხის ფული - მომავალი წლის ბიუჯეტი ვალების ხარჯზე იზრდება

08.12.25 21:00
რაში იხარჯება ხალხის ფული - მომავალი წლის ბიუჯეტი ვალების ხარჯზე იზრდება

2026 წელს ბიუჯეტი გაიზრდება, ოღონდ ეს ვალების და გადასახადების ხარჯზე. მომავალ წელს 5 მლრდ 100 მლნ უნდა ავიღოთ ვალად, ძველი სესხი გადავფაროთ და ახალი დავიმატოთ. რა თქმა უნდა, ე ს სახელმწიფო ვალიც მოქალაქეების გადასახდელია. 3 მლრდ 300 მლნ მხოლოდ საგარეო ვალია - "ქართული ოცნების" გეგმაა ფული დასავლური ფინანსური ინსტიტუტებისგან და მთავრობებისგან ისესხოს, ოღონდ ამის მიუხედავად დასავლეთზე თავდასხმა არ წყდება.

 იუჯეტი იზრდება გადასახადების ხარჯზეც - მილიარდ 300 მილიონით. საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2026 წლის მთავარი ფინანსური დოკუმენტი შეისწავლა. აქ "ქართული ოცნების" პრი ორიტეტები ყველაზე უკეთ ჩანს - ხელფასი არავის მოაკლდება, ივანიშვილის გუნდის ჩინოვნიკები მინიმუმ 10 პროცენტით მეტ ანაზღაურებას მიიღებენ, ვიდრე აქამდე. ხოლო პენსია მხოლოდ 20 ლარით გაიზრდება. ირაკლი კობახიძე ყოველთვე თითოეულ პენსიონერზე 43-ჯერ მეტ თანხას აიღებს.

 იუჯეტის ხარჯზე დასაქმებულების რაოდენობა იზრდება, შსს-ში და პროკურატურაში, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროში ამცირებენ მათ, ვინც ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციაზე მუშაობდა. დაფინანსებას მოაკლებენ ინფრასტრუქტურას და განათლებას - ძალოვანი სტრუქტურების გაძლიერების ხარჯზე. ნახევარ მილიარდამდე იზრდება სწორედ იმ უწყებების დაფინანსება, ვინც რეპრესიულ მანქანას ამუშავებს.

კობახიძეს და პაპუაშვილს მომავალი წლიდან 16 ათას ლარამდე ეზრდებათ ხელფასი, მინისტრებს 13 600 ლარამდე - დეპუტატები 12 800 ლარს აიღებენ. ჯამში მხოლოდ ხელფასები 385 მლნ-ით იზრდება, სამაგიეროდ, მოაკლებენ ანაკლიის პორტის, ავტომაგისტრალების მშენებლობას.

დეტალები ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები