გასაიდუმლოებული საუბარი არაბეთის ელჩთან - რას მალავს ივანიშვილის პარტია
დახურული შეხვედრა, გათიშული ტრანსლაცია და მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია - ასე გამოიყურებოდა დღეს კომიტეტის სხდომა, სადაც "ქართულ ოცნებას" არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩი ჰყავდა მოწვეული. კომიტეტის სხდომაზე "ქართულ ოცნებას" არ დაუპატიჟია არც ერთი ის მოქალაქე, ვისაც თბილისსა და გონიოში არაბული ქალაქების მშენებლობასთან დაკავშირებით ბევრი კითხვა აქვს. მეტიც, "ოცნების" დეპუტატებმა კომიტეტის კარი დახურეს, პირდაპირი ტრანსლაცია გათიშეს, და ელჩთან საუბარი საიდუმლოდ დაიტოვეს.
ფაქტი ერთია, ყველაფერი რაც არაბული ქალაქების მშენებლობას უკავშირდება გასაიდუმლოებულია და ინფორმაციის დიდ ნაწილზეც მხოლოდ "ოცნების" წევრებს აქვთ წვდომა. არადა საზოგადოების დიდი ნაწილი, ქვეყანაში ამ მშენებლობის წინააღმდეგია და ხელისუფლებისგან სახალხო განხილვას მოითხოვენ.
არადა შეხვედრის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებდნენ, რომ შეხვედრა ხალისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად ჩაინიშნა, თუმცა ამ შეხვედრიდან ვერავინ ვერაფერი გაიგო. ერთადერთი ცნობილი გახდა რა კითხვები აწუხებდათ ივანიშვილის პარტიის წევრებს.
დღეს საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი, შეხვედრის მხოლოდ 5 წუთი იყო, სადაც არაბთა გაერთიანებული საამიროების სრულუფლებიანმა ელჩმა აჰმედ ალნუაიმიმ თქვა, რომ 10 ქართველი სტუდენტი მოჰამედ ბინ ზაიედის სახელობის უნივერსიტეტში ისწავლის.