ბოკუჩავა ქიმიური ნივთიერების სკანდალზე: ივანიშვილი უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს

08.12.25 22:01
ბოკუჩავა ქიმიური ნივთიერების სკანდალზე: ივანიშვილი უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს

"ივანიშვილი უნდა დაისაჯოს და პასუხი აგოს ამ დანაშაულზე" - ამის შესახებ "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა. თინა ბოკუჩავამ განაცხადა. 

  • ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ქიმიური ნივთიერების სკანდალთან დაკავშირებით ისაუბრა. 

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა უნდა გადაიხადოს ის ფასი, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი.

[ივანიშვილმა] უნდა გადაიხადოს ის ფასი, რასაც ითვალისწინებს საერთაშორისო სამართალი. ეს არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, რომელიც ისჯება საერთაშორისო სამართლის კონკრეტული წესებით და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ინსტრუმენტი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს ივანიშვილს და მის ყველა დამქაშს, რომელიც სადამ ჰუსეინის და ბაშარ ალ ასადის მსგავსად, რომელიც სწორედ ის დიქტატურებია, რომელთა გვარებიც უკვე ფიგურირებს ივანიშვილის გვართან ერთად აშშ-ის კონგრესში, დაისაჯოს და პასუხი აგოს ამ დანაშაულზე ქართველი ხალხის წინააღმდეგ," - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია.

მსგავსი სიახლეები