"პროტესტი არის ყოველ საღამოს" - ლადო ბოჟაძე

09.12.25 11:17
"პროტესტი არის ყოველ საღამოს" - ლადო ბოჟაძე

 

 

"პროტესტი არის ყოველ საღამოს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ლადო ბოჟაძემ განაცხადა. 

  • ივანიშვილის გუნდის წევრმა "ოცნების" მიერ "შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" კანონში დაიინიცირებული ცვლილების შესახებ კითხვებს უპასუხა. 

მისი თქმით, ცვლილებების მიზანია არ მოხდეს ტროტუარის გადაკეტვა თუ ამის აუცილებლობა არ არის. 

ლადო ბოჟაძე აღნიშნავს, რომ საქართველოში "პროტესტს ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს". 

გზის სავალი ნაწილის გარდა, ტროტუარის გადაკეტვა თუ არ იქნება აუცილებელი ამის გადაკეტვა არ მოხდეს, ან თუ ამის საჭიროება იქნა პოლიციას ჰქონდეს უფლება შესთავაზოს სხვა სვლა-გეზი იმ მიმართულებით, სადაც პროტესტის მონაწილეებს ექნებათ სურვილი გადაადგილების. 

მე არ ვიცი ვინ ამბობს პროტესტი არის თუ არა, პროტესტი არის ყოველ საღამოს. ერთი ადამიანის პროტესტიც არის პროტესტი და მისაღები, თუ ის მოთხოვნები სამართლიანია. პროტესტს ამ ქვეყანაში ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს, ეს არის საქართველოს მოქალაქეების კონსტიტუციური უფლება. მთავარია, თქვენი და ჩემი სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების დროს არ შევზღუდო სხვისი გადაადგილების უფლება. 

თქვენ გჯერათ, რომ ამ ქვეყანაში პროტესტი არ არსებობს? ვინმესგან გაგიგიათ? - როგორც ამ  ქვეყნის ერთი მოქალაქისთვის, ერთი ადამიანის პროტესტი ჩემთვის პროტესტია," - ამბობს ლადო ბოჟაძე. 

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

მსგავსი სიახლეები