რა იცვლება აბიტურიენტებისთვის? - განათლების მინისტრის მოადგილის ორი ურთიერთგამომრციხავი განცხადება
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ წარადგინა ცვლილებები, რომლებიც უმაღლესი განათლების მიღების წესის ახალ მოდელს ეხება. მისი თავდაპირველი განმარტებით, მოდელის მიხედვით, აბიტურიენტები ვეღარ შეძლებდნენ ერთზე მეტი ფაკულტეტისა ან უნივერსიტეტის არჩევას, რადგან მთავარი მიზანი მხოლოდ მაღალი ქულების მქონე სტუდენტების მოხვედრა იქნებოდა.
განათლების სამინისტრომ გუშინდელი საზოგადოებრივი მწვავე რეაქციის შემდეგ გავრცელებული ინტერპრეტაცია უარყო და თქვა, რომ გაბისონიას კომენტარი არასწორად იქნა გაგებული.
დღეს პარლამენტში გამოჩნდა თავად მინისტრის მოადგილეც, რომელიც ასევე ამტკიცებს, რომ მისი ნათქვამი კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი და არასწორად იქნა ინტერპრეტირებული.
ზვიად გაბისონიას თქმით, ახალი მოდელის მიხედვით, აბიტურიენტს ექნება შესაძლებლობა, სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტის აირჩიოს, ხოლო თუ სხვა მიმართულებას აირჩევს, იგივე ქალაქში შეძლებს სხვა უნივერსიტეტის არჩევასაც.
თბილისში, 5 სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული ერთი და იგივე პროგრამების გადუალება ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, სტუდენტი ვეღარ აირჩევს, რადგან ეს იქნება ერთ პროგრამად ქცეული. ერთ პროგრამად ქცეული 4-ჯერ ხომ არ შეიძლება, ჩაიწეროს? ანუს საუბარი იყო მხოლოდ ამაზე. აქედან გამომდინარე, ვიმეორებ, ამ ნაწილში, მაგალითად, შემოხაზავს მხოლოდ ერთ, ეკონომიკის ფაკულტეტს, მას შეეძლება, შემოხაზოს კერძო უნივერსიტეტებიდან სხვა ეკონომიკის ფაკულტეტები ან ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სხვა მიმართულება, რადგან გადუალების ნაწილს ეს არ ეხება. მოცეფცია "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი" გულისხმობს, რომ არ უნდა მოხდეს გადუალება, - ამბობს მინისტრის მოადგილე.
ამასთან, განთლების მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ კონკრეტული პროფესორების და ექსპერტების კრიტიკა არ აღელვებს, რადგან ეს საერთო ეროვნული შეჯერებული პოზიცია არ არის. მისი თქმით, ზოგიერთ "ექსპერტს" ორი წიგნიც არ აქვს წაკითხული.
რამდენიმე ათასიდან, 10 თუ 100 პროფესორი თუ გაკრიტიკებთ, ეს ნიშნავს, რომ საერთო ეროვნულ შეჯერებულ პოზიციას გულისხმობს? ხომ უხერხულია? განათლების ე.წ. ექსპერტებთან დაკავშირებით მინდა, ერთი განმარტება გავაკეთო: საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, იმის გამო, რომ მცნება "ექსპერტი" განმარტებული არ არის, ზოგს ორი წიგნიც შეიძლება, არ ჰქონდეს წაკითხული და ექსპერტებს ვეძახით. თუმცა, ძალიან ბევრი ექსპერტის სახელი და გვარი არც კი გამიგია ბოლო პერიოდებში ისეთი სახელები და გვარები ჟღერდება, - ამბობს გაბისონია.