ხაბეიშვილი: არ მაინტერესებს "ქიმიურ ტროიკასთან" - ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა

09.12.25 12:43
ხაბეიშვილი: არ მაინტერესებს "ქიმიურ ტროიკასთან" - ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა

საქალაქო სასამართლოში დაკავებული ოპოზიციონერი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ლელა კალიჩენკო იხილავს.

ცოტა ხნის წინ ბრალდებულმა პოლიტიკოსმა სხდომაზე განცხადება გააკეთა და BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟს გამოეხმაურა. 

  • BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

"როგორც ჩერნობილში მოწამლეს ხალხი, ისე წამლავენ აქაც და ამათთან სათხოვარი არაფერი მაქვს" - თქვა სასამართლო დარბაზში ხაბეიშვილმა. 

ოპოზიციონერმა ლიდერმა ქიმიური ნივთიერების სკანდალის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს "ქიმიური ტროიკა" უწოდა. 

მე არ მაინტერესებს ქიმიურ ტროიკასთან - ბიძინასთან, კობახიძესთან და მდინარაძესთან გარიგებაში შესვლა"- განაცხადა ხაბეიშვილმა. 

  • ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს ბრალი 2 მუხლით აქვს წარდგენილი. ოპოზიციონერ ლიდერის 339-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავებიან, რაც მოხელისთვის ქრთამის დაპირებას გულისხმობს. მას ასევე ბრალი წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 317 მუხლით, რაც პროკურატურის მტკიცებით, საქვეყნოდ ხელისუფლებოს დამხობაზე მოწოდებას გულისხმობს. 

 

მსგავსი სიახლეები