მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს! - "ოცნების" პასუხი დიდ ბრიტანეთს

09.12.25 13:32
მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს! - "ოცნების" პასუხი დიდ ბრიტანეთს

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კირცხალია დიდ ბრიტანეთს და გავლენიან ბრტანულ მედიას დეზინფორმაციის გავრცელებაში და ცილისწამებაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან პარლამენტის სესიაზე განაცხადა. 

საქმე ეხება გაერთიანებული სამეფოს მოთხოვნას, რომელმაც ქიმიური იარაღის სკანდალზე საერთაშორისო გამოძიება მოითხოვა.

"მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს!" - ასეთია კირცხალიას პასუხი დიდი ბრიტანეთისადმი. 

ბოლო დღეებია ჩვენი ქვეყნის მიმართ არაფორმალური, ოლიგარქიული მმართველობის კონტროლის ქვეშ არსებული ბრიტანეთის მთავრობა და ასევე, კონტროლის ქვეშ მოქცეული ე.წ. მედია, მათი მხრიდან დეზინფორმაციის ნიაღვარი მოედინება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ამ ბინძური, ცილისმწამებით არის ჩვენი ქვეყნის მიმართ დაკავებული. მიხედეთ საკუთარ ქვეყანას და მიხედეთ საკუთარ ხალხს! ეს იქნება ჩვენი პასუხი, - თქვ კირცხალიამ. 

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს. 

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

სუსის დასკვნას უნდობლობას უცხადებენ არასამთავრობოები და ოპოზიცია. 

 

მსგავსი სიახლეები