BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს - კობახიძე

09.12.25 14:59
BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწევს - კობახიძე

"ოცნება" აპირებს BBC-ის ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიაში უჩივლოს - ცოტა ხნის წინ, ირაკლი კობახიძემ მედიას უთხრა, რომ ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, რათა BBC-ის ბოდიშის მოხდა მოუწიოს. 

რაც შეეხება სუს-ის გამოძიებას, ივანიშვილის გუნდის მაღალჩინოსანი გამოძიებას დასრულებულად აცხადებს და ირწმუნება, რომ მამუკა მდინარაძის უწყებამ "ყველაფერი თქვა". 

ვაპირებთ მივმართოთ "ოფკომს" - ბრიტანულ მარეგულირებელ კომისიას, შემდეგ სასამსრთლოებს საჭიროებისი შემთხვევაში, ყველა სამართლებრივი გზას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ bbc-ის მოუწიოს ბოდიშის მოხდა იმ ტყუილის გამო, რომელცი მათ გაავრცელეს. დამთავრდა გამოძიება, სუს-მა თქვა ყველაფერი, შესაბამისად საპნის ბუშტივით გაგისკდათ ყველაფერი", - განაცხადა კობახიძე.  

  • შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

 

მსგავსი სიახლეები