"ოცნება" საერთაშორისო გამომძიებლების მოწვევას არ აპირებს

09.12.25 15:07
"ოცნება" საერთაშორისო გამომძიებლების მოწვევას არ აპირებს

 

 

ქიმიური ნივთიერების სკანდალზე "ოცნება" საერთაშორისო გამომძიებლების მოწვევას არ აპირებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცადა.

"ოცნების" პრემიერის მტკიცებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დასრულებულია და თუ ვინმეს რაიმე კითხვები კიდევ დარჩა, მზად არიან სუსის დასკვნა გაუზიარონ.  

ამასთან, კობახიძე დიდი ბრიტანეთისან ბოდიშის მოხდას ითხოვს და მას ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. 

პირველი, რაც უნდა გააკეთოს დიდმა ბრიტანეთმა, ეს არის ბოდიშის მოხდა იმ ყალბის სიუჟეტის გამო, რომელიც მათ გაავრცელეს და ვხედავდით, რომ სკანდალის შექმნის ხელოვნური მცდელობა იყო, რომელიც სიყალბეზე დაფუძნებული. 

რაც შეეხება გამოძიებას, გამოძიება არის დახურული. ჩვენ განვაცხადეთ ღიად და საჯაროდ, რომ ნებისმიერ საერთაშორისო სუბიექტს შეუძლია, გამოითხოვოს ჩვენგან ინფორმაცია ამ გამოძიების თაობაზე. ჩვენ რატომ უნდა მოვიწიოთ ნებისმიერმა გამოითხოვოს თუ აქვს ინტერესი, ყველას გავუზიარებთ სრულ ინფორმაციას, - თქვა კობახიძემ. 

  • შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო და დასკვნა დადო. უწყების მტიცებით, აქციებზე მოქალაქეების წინააღმდეგ გამოყენებული იყო ქიმიური ფხვნილი - ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი, რომელიც 2007 წელს ებრაული კომპანიისგან შეიძინეს. უწყება ამტკიცებს, რომ ფხვნილი და მისი გამხსნელი პროპილენ გლიკოლი აკრძალულ ნივთიერებებში არ შედის.

სუსი უარყოფს BBC-ის მიერ ნახსენებ „კამიტის“ (ბრომობენზილ ციანიდის) შეძენასაც. უწყება ასევე აღნიშნავს, რომ გდდ-ის დეპარტამენტიდან ამოღებულია ორი სხვა ნივთიერება - ტრიქლორეთილენი და პროპილენ გლიკოლი. 

 

 

მსგავსი სიახლეები