რა სამოქმედო გეგმას სთავაზობს ხალხს და ოპოზიციას - ხაბეიშვილის მთავარი სათქმელი სასამართლოზე
დაპატიმრებულმა პოლიტიკოსმა ლევან ხაბეიშვილმა დღეს სასამართლო დარბაზიდან ოპოზიციურ კოლეგებს მიმართა და მოუწოდა, „იმოქმედონ აქ და ახლა“. მისი თქმით, გრძელვადიანი ბრძოლის ტაქტიკა წამგებიანია და ქვეყანას სწრაფი, გაერთიანებული რეაგირება სჭირდება.
აუდიოჩანაწერი ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა. პოლიტიკოსის თქმით, ახლა საჭიროა ეროვნული მოძრაობის ჩამოყალიბება და ის, რომ ოპოზიციამ ერთ ენაზე ისაუბროს.
ხაბეიშვილი ფიქრობს, რომ ივანიშვილის დამარცხების ერთადერთი გზა არის ხალხმრავალი და უწყვეტი აქციები. მისი ინიციატივაა მინიმუმ 10-დღიანი, მრავალათასიანი უწყვეტი პროტესტის ორგანიზება.
ლევან ხაბეიშვილი ციხეში მხოლოდ მისი საჯარო განცხადებების გამო იმყოფება - ამის შესახებ თავადაც საუბრობს. მისი საქმის შესწავლა სუს-მა უკვე დაასრულა, თუმცა ვერც ტელეფონში და ვერც სხვა წყაროებში ვერ იპოვეს მტკიცებულება, რომელიც ბრალდებას დაადასტურებდა. პროკურატურას საქმეში მხოლოდ მისი ინტერვიუები უდევს.
ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში.