რატომ ვერ მარცხდება ივანიშვილი და მისი გუნდი?
დანაწევრებული ოპოზიცია ივანიშვილს ძალაუფლების შენარჩუნებაში ეხმარება - რა მიზეზებმა უზრუნველყო „ქართული ოცნების“ გაძლიერება?
დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ევროპიდან და ამერიკიდან, ოლიგარქის გუნდი ხელისუფლების სათავეში იმაზე დიდხანს რჩება, ვიდრე ქვეყნის პოლიტიკური კრიზისი და არჩევნების არალეგიტიმურად აღიარებული შედეგები მოითხოვდა. ამასთან, საქართველოში უკვე ერთი წელია ხალხის უწყვეტი პროტესტია, თუმცა რეალური ცვლილება ვერ ხერხდება.
კვლევაში ნათქვამია, რომ დიდი და სპონტანური აქციებს სათავეში ოპოზიცია ვერ ჩაუდგა, ვერ მოახერხა საზოგადოებრივი ენერგიის გამოყენება ქვეყნის სასიკეთოდ. ექსპერტები პირდაპირ აღნიშნავენ: „ქართულმა ოცნებამ“ დაქსაქსულ ოპონენტებს პროპაგანდაშიც მოუგო - სხვადასხვა პარტია ერთი „რადიკალური ოპოზიციის“ იარლიყის ქვეშ გააერთიანა და პოლიტიკურ პროცესში დომინანტი ნარატივი შექმნა.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.