რით მოწამლეს ხალხი? - როგორ ცდილობს "ოცნება" ბრალდებების გადაფარვას

09.12.25 20:27
რით მოწამლეს ხალხი? - როგორ ცდილობს "ოცნება" ბრალდებების გადაფარვას

„არც ხალხი უწამებიათ და არც ნიღბიანები დასდევდნენ მოქალაქეებს“ - ირაკლი კობახიძე სისხლიანი ნოემბერ–დეკემბრის დარბევებიდან ერთი წლის შემდეგ მოვლენების გაწერას ცდილობს. ივანიშვილის პრემიერის დღევანდელი განცხადებები სრულიად ეწინააღმდეგება იმ ფაქტებს, რომლებიც მასობრივი პროტესტის დღეებში ვიდეოებსა და ფოტოებში ფიქსირდებოდა. კობახიძემ იმ ვერსიების გამეორება დაიწყო, რომელზეც ბოლო 10 დღის განმავლობაში არც სუსს და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს გაუკეთებია განმარტება.

სწორედ უწყებების უცნაურ დუმილზე მიუთითა რამდენიმე დღის წინ მამუკა მდინარაძის მოადგილემაც, რომელმაც მხოლოდ 4–5 დეკემბრის ღამის დარბევები ახსენა. მაგრამ ამ განცხადებამ კიდევ უფრო მეტი კითხვა გააჩინა:
თუ ხელისუფლება მხოლოდ ამ ორ ღამეზე საუბრობს, რით ახორციელებდნენ დარბევებს სხვა დღეებში? გამოიყენეს თუ არა წყლის ჭავლში ტრიქლორეთილენი, ნეიროტოქსიკური ნივთიერება, რომელიც მძიმე დაავადებებს, მათ შორის კიბოს იწვევს?

საზოგადოების მიერ დასმულ ამ კითხვებზე "ოცნების" ხელისუფლება პასუხს ისევ არ სცემს.

დღესაც, კითხვებზე პასუხი ვერც ირაკლი კობახიძემ გასცა.
ივანიშვილის პარტიის დღის წესრიგი მას შემდეგ სრულიად აირია, რაც BBC–ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ საერთაშორისო რეზონანსი გამოიწვია. უკვე მეორე კვირაა „ქართული ოცნება“ ცდილობს, დასავლეთი დაარწმუნოს, რომ საკუთარი მოქალაქეები არ მოუწამლავთ, თუმცა არგუმენტებს ვერ აყალიბებენ. კობახიძემ დღეს ბრიტანეთს შეუტია და „ღირსებადაკარგული სახელმწიფო“ უწოდა.

ქიმიური ნივთიერებების თემა განსაკუთრებით მწვავე გახდა მას შემდეგ, რაც  ტრიქლორეთილენის ფლობა თავად სუსმა დაადასტურა.

გუშინდელი პროცესების შემდეგ, როცა შინაგან საქმეთა მინისტრმა ბრიფინგი დატოვა პასუხების გარეშე, დღეს იგივე კითხვებით მივმართეთ მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე დარახველიძეს:
როდის გამოიყენეს ძლიერი მომწამლავი გამხსნელი ნივთიერება მოქალაქეების წინააღმდეგ?

დარახველიძეს კითხვაზე პასუხი ისევ არ ჰქონდა. 

ვრცლად ნახეთ თათია წოწონავას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები