როგორ იყენებს ივანიშვილი ელიტურ ჯგუფებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად

09.12.25 20:35
როგორ იყენებს ივანიშვილი ელიტურ ჯგუფებს ძალაუფლების შესანარჩუნებლად

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" შეფასებით, 2025 წლის ბოლოსთვის საქართველოში სახელმწიფოს მიტაცების პროცესი დასრულებულია - ქვეყანა უკვე „მიტაცებული, კლეპტოკრატიული სახელმწიფოა“. მარტივი განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ არსებობს გავლენიანი ელიტა, რომელიც ბიუჯეტის ხარჯზე მდიდრდება და შემდეგ იმავე რესურსით უწყობს ხელს მმართველ ძალას, რაც შეიძლება დიდხანს შეინარჩუნოს ხელისუფლება.

ამ ფონზე „ქართულ ოცნებას“ მოულოდნელად გაახსენდა კორუფციასთან ბრძოლის აუცილებლობა და ცდილობს, ამ თემით პოლიტიკური ქულები დაიწეროს. თუმცა, ჩნდება კითხვა : კორუფციას ებრძვიან, თუ მმართველ გუნდში გამწვავებულ შიდა დაპირისპირებას ვუყურებთ?

ორი თვის წინ ჩხრეკები ჩატარდა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის, სუსის ყოფილი ხელმძღვანელისა და მათი ნათესავების სახლებში - ამოიღეს 7 მილიონი დოლარი და ძვირფასეულობა, თუმცა საქმეები ასევე მოულოდნელად „თაროზე შემოდეს“, როგორც შინაურებზე განხორციელებული რეიდები დაიწყო.

და ყველაზე მარტივ კითხვას უკვე მეორე თვეა პასუხი არ აქვს:
7 მილიონი დოლარი ამოიღეს, მაგრამ კორუფცია ვერ დაინახეს?
თუ „კორუფციასთან ბრძოლა“ სწორედ ამ ფულის ამოღებით დასრულდა?

ივანიშვილის გუნდის წარმომადგენლებს ამ საკითხზე პასუხის გაცემა უჭირთ - ხშირად მიუთითებენ კვლევებზე, რომელთა სახელებიც თავად აღარ ახსოვთ და შედეგებსაც ყოველთვის სათავისოდ კითხულობენ.

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები