“ოცნებამ“ BBC-ის იმიტომ ვერ უჩივლა, რომ ეს ის მოედანია, სადაც მათ წამგებიანი ვითარება აქვთ, იქაც მურუსიძე- ჩინჩალაძე არ ზის - დოლიძე
მორიგი ტყუილი და მუქრა აღმოჩნდა, რომ ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება უჩივლებდა ბიბისის, - პარტია ,,ხალხისთვის“ თავმჯდომარემ, ანა დოლიძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნებამ“ იმიტომ ვერ იჩივლა, რომ ეს ის მოედანია, სადაც მათ წამგებიანი ვითარება აქვთ.
“შეიძლება თავიდან იფიქრეს, რომ იქაც მურუსიძე- ჩინჩალაძე ზის, მაგრამ იქ არ ზის მურუსიძე“-ჩინჩალაძე,- განაცხადა დოლიძემ.
მორიგი ტყუილი და მუქრა აღმოჩნდა, რომ ჩვენი დე ფაქტო ხელისუფლება უჩივლებდა ბიბისის. იმიტომ არ უჩივლეს, რომ ეს ის მოედანია, სადაც მათ წამგებიანი ვითარება აქვთ, შეიძლება თავიდან იფიქრეს, რომ იქაც მურუსიძე- ჩინჩალაძე ზის, მაგრამ იქ არ ზის მურუსიძე-ჩინჩალაძე და სამართლიანი გამოძიება და მსჯელობა იმ ტიტანთან, რომელიც არის ბიბისი, მათ ცალკე იურიდიული დეპარტამენტის ფლიგელია, ეს არის უწყება, რომელიც 1 წინადადებას არ უშვებს, რომ არ იყოს გამყარებული 600 ხელმოწერით. ამხელა პასუხისმგებლობას ეს კომპანია თავის თავზე ვერ აიღებდა, რომ არა 100 %-იანი სიმყარე. ამიტომ, ვერავიოჯ უჩივლებს მათ, ეს გამორიცხულია. ჩვენ უნდა ველოდოთ სერიოზულ საერთაშორისო გამოძიებას, - განაცხადა დოლიძემ.