როგორ აპირებენ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას და არსებობს თუ არა ერთად დგომის რესურსი? - რას ამბობს ოპოზიცია
როგორ აპირებენ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლას? - ამ კითხვით "პირველებმა" ოპოზიციას მიმართა. პარტიების ნაწილი ამბობს, რომ გამოსავალი ერთიან სატრეტეგიაშია.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი ირაკლი კუპრაძე ამბობს, რომ ოპოზიციურ პარტიებთან ამ თემაზე სასაუბროდ ყოველთის მზად არიან.
მთავარი არის ერთიანი სტრატეგია, შეთანხმება იმაზე, რომ საერთო ნაბიჯები იქნეს გადადგმული ჩვენს პარტნიორებთან მიმართებითაც და მათ შორის, ივანიშვილის წინააღმდეგ. მე გაგახსენებთ თქვენც და საზოგადოებასაც, მაშინ, როცა 2025 წლის თვითმმართელობის არჩევნების პროცესში ოპოზიცია ლანძღავდა, ბრალდებებს უყენებდა "ლელოს", დაუსაბუთებელს სრულიად, თავის მხრივ, ჩვენი პოზიცია იყო, რომ ჩვენ ამ ბრალდებებს არ ვპასუხობდით და ამ აბრალდებების არპასუხის საფუძველი და არგუმენტი იყო ის, რომ ჩვენ მომავალში აუცილებლად მოგვიწევდა ერთობაზე საუბარი, საერთო სტრატეგიაზე საუბარი. ყოველთვის მზდ ვართ, რომ ვილაპარაკოთ ერთიან სტრატეგიაზე, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.
პარტია "ხალხისთვის" ლიდერი ანა დოლიძე კი მიიჩნევს, რომ ერთობა საჭიროა, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ერთი ამოცანის გარშემო გაერთიანების აუცილებლობად დადგება. პოლიტიკოსის თქმით, ახლა პარტიუელი დრო გაუქმებულია, რადგან პოლიტიკური პროცესი არ არსებობს.
ერთობა, რა თქმა უნდა, საშვებია, მაგრამ დასაშვებია და სწორია კონკრეტული მიზნისთვის და იმ მოცემულობაში, როდესაც ეს იქნება მოულოდნელი, აუცილებელი და როდესაც ჩვენ რაღაც ამოცანისთვის გავერთიანდებით. დღესდღეობით, მე, პირიქით, ვუყურებ, რომ პარტიული დრო გაუქმებულია, იმიტომ, რომ პოლიტიკური პროცესი არ არის. ჩვენს წინაშე არის ინდივიდუალური, ადამიანის თანადგომის, ბრძოლის, მხარდაჭერის და სოლიდარობის დრო. პარტიების არა ერთობის, არამედ, ზოგადად, პარტიულ საუბრის აზრსაც ვერ ვხედავ. თუმცა, შეიძლება, ძალების გაერთიანება აუცილებელი იყო, მაგრამ კონკრეტულ მომენტში და კონკრეტული პოლიტიკური ამოცანისთვის, - ამბობს ანა დოლიძე.
ერთობის მომხრეა კოალიცია "ცვლილებისთვისაც". ნიკა ფარულავა ამბობს, რომ მნიშვნელოვანია წინააღმდეგობის მოძრაობაში რაც შეიძლება მეტი პოლიტიკოსი და რიგითი მოქალაქე ჩაერთოს.
ვართ ერთიანები მთავარი მიზნისა და მთავარი ორი მოთხოვნის გარშემო: ეს არის ამ ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებების მოტანა და განხორციელება, რაც მიიღწევა ყველა სინდისის პატიმრის თავისუფლებითა და ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებით. ეს არის გზა ამ არანორმალური, კრიმინალური ვითარებიდან ქვეყნის გამოყვანის და ნორმალურ კალაპოტში დაბრუნების. ცხადია, მნიშვნელოვანია, წრე კიდევ უფრო მეტად გაფართოვდეს და კიდევ უფრო მეტი სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენელი თუ უბრალოდ, ჩვენი ქვეყნის თანამოქალაქე ჩაერთოს იმ წინააღმდეგობის მოძრაობაში, რომელიც დღეს ძალიან ისტორიულია ჩვენი ქვეყნისთვის, - ამბობს ნიკა ფარულავა.
ერთობას არ ეთანხმება გახარიას გუნდის. გიგა ფარულავა ამბობს, რომ ოპოზიციას ჯერ კითხვებზე აქვს პასუხები გასაცემი, რაც 4 ოქტომბრამდე მოვლენებს და ასევე მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება.
არავითარ გაერთიანებას ჩვენ არ განვიხილავთ და კიდევ ერთელ მოვუწოდებთ იმ პარტიებს, ვისი პასუხისმგებლობაც არის ამ პოლიტიკურ პროცესებში ყველაზე მეტი ზიანი, აიღონ ეს პასუხისმგებლობა, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს. არა მარტო 4 ოქტომბერს, 4 ოქტომბრამდე ის მთელი ბოიკოტის პროცესი, რაც საბოლოოდ, დაგვირგვინდა მშვიდობიანი დამხობის რევოლუციის პროვოკაციით, - ამბობს გიგა ფარულავა.
დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ერთწლიანი პროტესტის მიუხედავად, დიქტატორი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას სამი ძირითადი მიზეზის გამო ინარჩუნებენ. აღმოსავლეთ სამეზობლოს ბიულეტენის ანალიზში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია დანაწევრებულია და ვერ შეძლო მასშტაბური პროტესტის პოტენციალის გამოყენება. ძალაუფლებას ასევე ამყარებს ძლიერი სამთავრობო პროპაგანდა და საერთაშორისო სანქციების ნაკლებობა.