ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

10.12.25 11:46
ვიქტორ ყიფიანი პოლიტიკური პარტიის შექმნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს

ოპოზიციურ სპექტრში დისკუსია ახალი პოლიტიკური პლატფორმის გაჩენის შესაძლებლობაზე გრძელდება: „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანი პროცესს ფრთხილად და ეტაპობრივად განვითარებადად აღწერს, სადაც ინიციატივა ჯერ „ჯეოქეისის“  შიგნით ფორმირდება და შემდეგ შესაძლოა, პოლიტიკურ მიმართულებად გადაიზარდოს.

არის ეგეთი გამონთქვამი, "იჩქარე ნელა". სწორედ ამ რეჟიმში ვართ მოქცეული. ჩვენთვის მთავარია, ჩენი ინიციატივა გამოკვეთოთ როგორც თითმყოფადი.აი, შემდეგ უკვე, როდესაც ეს გამოიკვეთება და ჩავთვვლით, რომ შინაარსი მან შეიძინა, ფორმალურ მხარეზეც ვიფიქრებთ. ჯერჯერობით, ინიციატივა ტრიალებს ანალიტიკური ცენტრის "ჯეოქეისის" შიგნით, ამ წრის იქით არ გავსულვართ, იმიტომ, რომ გვინდა, ჯერ საკუთარ თავში ვიპოვოთ ახალი ასპარეზი, რაც ანალიტიკური ცენტრის საქმიანობის მიღმაა, პოლიტიკასთან დაახლოებული. მერე, ალბათ, უფრო გაბედულები გავხდებით და სხვებსაც დაველაპარაკებით, - ამბობს ვიქტორ ყიფიანი. 

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, ერთწლიანი პროტესტის მიუხედავად, დიქტატორი და „ქართული ოცნება“ ხელისუფლებას სამი ძირითადი მიზეზის გამო ინარჩუნებენ. აღმოსავლეთ სამეზობლოს ბიულეტენის ანალიზში აღნიშნულია, რომ ოპოზიცია დანაწევრებულია და ვერ შეძლო მასშტაბური პროტესტის პოტენციალის გამოყენება. ძალაუფლებას ასევე ამყარებს ძლიერი სამთავრობო პროპაგანდა და საერთაშორისო სანქციების ნაკლებობა. 

მსგავსი სიახლეები