რამდენად სწორია ტროტუარზე დგომის კრიმინალიზება? - რას ამბობენ "ოცნებაში"

10.12.25 12:01
რამდენად სწორია ტროტუარზე დგომის კრიმინალიზება? - რას ამბობენ "ოცნებაში"

 

 

"ოცნება" პროტესტის წინააღმდეგ - შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს იურიდიულ კომიტეტზე მეორე მოსმენით მხარი დაუჭირეს. კანონპროექტი დღის ბოლოს სესიაზეც გავა და გამომდინარე იქიდდან, რომ მისი განხილვა დაჩქარებული წესით მიმდინარეობს, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე დამტკიცდება კიდეც. 

ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, ხალხს პროტესტის გამოხატვა შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებართვის გარეშე ტროტუარზეც კი შეეზღუდება.

დღეს "პირველებმა" შსს-ს მინისტრის მოადგილეს, ალექსადნრე დარახველიძეს და "ოცნების" წევრებს ჰკითხა, რამდენად სწორია ტროტუარზე დგომის კრიმინალიზება? - რაზეც მათ ასეთი პასუხები გასცეს:

 კონსტიტუციაში ჩაიხედეთ და იქ წერია ყველაფერი. მანდ წერია, თუ მოქალაქეები სავალ ნაწილზე ქმნიან პრობლემას, ესეც გათვალისწინებულია კონსტიტუციაში. მცირე რაოდენობა ადამიანებისა", - აცხადებს ალექსანდრე დარახველიძე. 

მცირე რაოდენობა ადამიანებისა არ უნდა უშლიდნენ ხელს მართლწესრიგის დარღვევას ხელს, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევას და ხელოვნურად არ უნდა ხდებოდეს იმიტაციის შექმნა, რომ რაიმე ფორმით მასობრივი აქცია მიმდინარეობს. ბალანსის დაცვის თავლსაზრისით, ხორციელდება ის ადეკვატური ცვლილებები, რაც არის მნიშვნელოვანი ჩვენი  სახელმწიფოს მართლწესრიგისთვის. ერთი ადამიანის რეალიზებსი სამართლებრვიი სივრცელ მთავრდება იქ, სადაც სხვა ადამაინების უფლებათა რეალიზება იწყება", - ამბობს დავით მათიკაშვილი. 

თქვენი უფლებები იწყება თქვენი ცხვირიდან და მთავრდება ჩემს ცხვირთან, ანუ როპდესაც რამეს ვაპროტესტებთ, არ უნდა შევაფერხოთ სხვებსი გადაადგილება", - ამბობს ლადო ბოჟაძე.  

ცნობისთვის, ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან. 

ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

 

მსგავსი სიახლეები