2026 წლის ბიუჯეტის დოკუმენტს პარლამენტში დღეს განიხილავენ - რაში დახარჯავენ ფულს
ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საბოლოო ვერსიას პარლამენტში დღეს განიხილავენ. „ქართული ოცნება“ მომავალი წლის ბიუჯეტს იმ ფორმით ამტკიცებს, სადაც განათლებაზე, სოციალურ პროგრამებსა და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ხარჯები მცირდება, ხოლო ჩინოვნიკების ხელფასები – იზრდება.
მაგალითად, მომავალ წელს ირაკლი კობახიძე პენსიონერზე 43-ჯერ მეტი ხელფასი ექნება. პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება დაფინანსება ძალოვან სტრუქტურებში: სუსი, შსს, სასამართლო სისტემა და პროკურატურა ბიუჯეტიდან ნახევარ მილიარდ ლარზე მეტ დამატებით თანხას მიიღებენ.
"ქართულ ოცნებაში" ამტკიცებენ, რომ ძალოვანი უწყებებისთვის ბიუჯეტის გაზრდა მათივე ტექნიკური ბაზის გაძლიერებით არის განპირობებული.
თავდაცვას, შსს-ს და სუსს ეზრდება მათივე ტექნიკური ბაზის გასაძლიერებლად, - ამბობს "ოცნების" დეპუტატი პაატა კვიჟინაძე.