"ოცნების" დეპუტატი ირწმუნება, რომ აქციების ამკრძალავ კანონებს ხალხის მოთხოვნით იღებენ - დოკუმენტი არ არსებობს
"ქართული ოცნების" დეპუტატი, ნოდარ ტურძელაძე ირწმუნება, რომ აქციების ამკრძალავ კანონებს ხალხის
მოთხოვნით იღებენ, თუცმა ვინ მიმართა პარალამენტს, ან მას და არსებობს თუ არა დოკუმენტი, ტურძელაძე ვერ ამბობს.
ჩვენ შესაბამისი შეზღუდვები რატომ მივიღეთ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები, ათასჯერ ავხსენით ეს და საზოგადოების მოთხოვნიდან მათ შორის. თქვენც რომ გახვიდეთ და რუსთაველზე მცხოვრები ადამიანები ნახოთ, გამოკითოთ, დარწმუნებული იყავით, რომ ბევრი თუ ობიექტურ გამოკითხვას ჩაატარებთ, იტყვიან რომ ერთი წლის განმავლობაში 100-მე ადამიანი კეტავდა რუსთაველის ქუჩას და შესაბამისად, აფერხებდა მოძრაობას და დისკომფორტს უქმნიდა ასიათასობით ადამიანს.
მე არ გამომიკითხავს, მაგრამ ხალხი არ გამომიკითხავს, თუმცა პირად საუბრებში, პირადად ჩემთანაც ბევრს უთქვამს... არასწორ მესიჯს ვინც ავრცელებს, იმის ხმას ნამდვილად ვერ გავიგებთ"- ამბობს ტურძელაძე.
"ოცნება" პროტესტის წინააღმდეგ - შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ კანონპროექტს დაჩაქარებულად იღებს.
ცვლილებების თანხმად, რომელიც დაჩქარებული წესით განიხილება, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.