როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე - ირაკლი ნადირაძე

10.12.25 14:34
როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე - ირაკლი ნადირაძე

 

 

ირაკლი ნადირაძე წარდგენილ ბრალში თავს დამნაშავედ არ ცნობს - დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერი ამბობს, რომ 4 ოქტომბერს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენია.

თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა ოცნება. ოცნებაა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და  თავს ესხმოდნენ ყველას - ამბობს ენმ-ს ლიდერი. 

ნადრაძის თქმით, ივანიშვილის მიზანი ქვეყნის გარუსება და თავისუფალი აზრის ჩახშობაა, რომ არავინ აღარ გააპროტესტოს უსამართლობა ქვეყანაში. 

როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე -თქვა პოლიტიკოსმა სხდომათა დარბაზში.

ვფიქრობდი და ახლაც ვფიქრობ, რომ არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ იყო რომ ხალხი შეკრებილიყო, არცერთი აქცია არ ყოფილა. რომელშიც მონაწილეობა მე არ მიმეღოს. . დიახ ეს იყო პროტესტი რომლის მიზანსაც ვიზიარებდი და ვიზარებ

არცერთ ნაწილში მე ბრალს არ ვაღიარებ, მედავებიან სტარატეგიული ობიექტების მიტაცებას, თუ ვინმეა გასული კონსტიტუციიდან ეს არის ოცნება, თუ ვინმეს აქვს მიტაცებული ინსტიტუტები, ესაა ოცნება. ოცნებაა, ვინც აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფებს და  თავს ესხმოდნენ ყველას.

აქციებზე ქიმიური იარაღიც კი გამოუყენებიათ. ადრე თუ გვიან ამ რეჟიმის წარმომადგენლებს წარედგინებათ ეს ბრალდებები.

ოცნებას და ივანიშვილს სურს ქვეყნის გარუსება. როგორც ივანიშვილის ზებრა ვერ გახდება რაში, ისე ეს ქვეყანა არ გახდება რუსული. ბრძოლა ბოლომდე",- განაცხადა ირაკლი ნადირაძე. 

  • ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოტო და ვიდეო სოციალურ ქსელში ვრცელდება. 

მსგავსი სიახლეები