კობახიძის მტკიცებით, როცა ფინელ მინისტრს "აკაცუკი " უწოდა ეს კრიტიკა იყო და არა ლანძღვა

10.12.25 15:13
კობახიძის მტკიცებით, როცა ფინელ მინისტრს "აკაცუკი " უწოდა ეს კრიტიკა იყო და არა ლანძღვა

 

 

"ჩვენ არ ვლანძღავთ ევროკავშირს, ეს არის კრიტიკა" - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში ჟრნალისტებს განუცხადა. 

საუბრის დასაწყისში "ოცნების" ლიდერმა თქვა, რომ "ევროპულ ბიუროკრატიაში და პოლიტიკურ წრეებში დღეს მძიმე ვითარებაა". კობახიძემ ევროკომისია გააკრიტიკა იმის გამო, რომ სამი კვირის წინ გამართულ სამიტზე ივანიშვილის გუნდი არ მიიწვიეს.

მძიმე ვითარებაა ევროპულ ბიუროკრატიაში და პოლიტიკურ წრეებში, მაგალითისთვის, ცოტა ხნის წინ, 2-3 თვის წინ გაიმართა ერთგვარი სამიტი დაკავშირებადობის, ტრანზიტის თემაზე და ამ შეკრებაზე იყო წარმოდგენილი შუა აზიის 5 ქვეყანა და სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყანა და არ იყო წარმოდგენილი მხოლოდ საქართველო, ევროკომისიის ეგიდით გაიმართა ეს შეკრება და ევროკომისიას მიაჩნია, რომ ამ 8 ქვეყანას შორის საქართველო არის ყველაზე არადემოკრატიული, საქართველოს არ აქვს გასასვლელი ზღვაზე. აქამდე არის დასული ევროკომისია. რაზე უნდა ელაპარაკო ასეთ ხალხს"- განაცხადა კობახიძემ.

ამის შემდეგ, "ქართული ოცნების" ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ "არასდროს არ გაულანძღავს ევროპელები". კობახიძის მტკიცებით, ის EU-ს აკრიტიკებს. 

ლანძღვა სად მოისმინეთ? მძიმე მდგიომარეობა რომ არის ევროპულ ბიუროკრატიაში ეს ლანღღვაა?! გაიხსენეთ კონკრეტული ციტატა"- თქვა კობახიძემ.

TV პირველის კორესპოდენტმა მას ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის "აკაცუკად" მოხსენიება შეახსენა, თუმცა კობახიძის შეფასებით, როდესაც მან დიპლომატს "აკაცუკი " უწოდა, ესეც კრიტიკა იყო და არა ლანძღვა.

ჩვენი მხრიდან ეს არ არის ლანძღვა. ეს კრიტიკაა, რეალურად კრიტიკაა, როდესაც 50 ადამიანს შორის დადგები, მან რაც გააკეთა იმსახურებდა შესაბამის კრიტიკას. ეს კრიტიკაა, ვიღაცამ შეიძლება კრიტიკა მიიღოს შეურაცყოფად, მაგრამ ეს არ იყო შეურაცხყოფა ეს იყო კრიტიკა, როემლსაც იმსახურებდა იმ სრულიად სამარცხვინო ქმედების გამო რაც განახორციელდება..."- თქვა კობახიძემ. 

ეს ყველაფერი არ არის, ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ევროპული ბიუროკრატია ეკონომიკური პრობლემების წინაშეა. 

"ქართული ოცნების" ლიდერმა დღეს EU  სხვა ქვეყნების დემოკრატიულ პროცესებში ჩარევაში დაადანაშაულა. 

"მათ აქვთ დაკარგული სუვერენიტეტი და არასუვერენული ევროპული ბიუროკრატია მხოლოდ და მხოლოდ ზიანს მოუტანს ევროკავშირს"- თქვა ოცნების პრემიერმა. 

 

მსგავსი სიახლეები