4 ოქტომბრის საქმის პროკურორის პასუხი მურთაზ ზოდელავას შეთავაზებას

10.12.25 17:08
4 ოქტომბრის საქმის პროკურორის პასუხი მურთაზ ზოდელავას შეთავაზებას

 

 

"თუ ვინმეს დანაშაულის აღიარება უნდა, შეუძლია მიმართოს პროკურატურას და საკითხს სამართლებრივად განვიხილავთ" - ასე პასუხობს 4 ოქტომბრის საქმის პროკურორი, თამარ ბეჟუაშვილი მურთაზ ზოდელავას შეთავაზებას, რომ გაათავისუფლონ ის აქტივისტები, ვინც უკანონო ბრალდებებით არიან დაკავებულები. 

საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით, ბრალდებულს, დაცვის მხარეს უფლება აქვს მოგვამრთოს ოფიციალური განცხადებით. ამას აქვს თავისი პროცედურები. შესაბამისად, თუ რომელიმე ბრალდებულს სურვილი აქვს აწარმოოს მოლაპარაკებები ბრალდების მხარესთან, ძალიან კარგად იციან ეს მათმა ადვოკატებმაც, რა ფორმით შეიძლება მოგვმართონ აღნიშნულზე. 

ყველა ბრალდებულს ბრალდება წარდგენილი აქვს ინდივიდუალურად ჩადენილი დანაშაულისთვის, შესაბამისად ყველა ბრალდეული პასუხს აგებს მის ქმედებაზე, რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას, თუ ის აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და სურს საპროცესო შეთანხმება, შეუძლია მოგვმართოს აღნიშნულთან დაკავშირებით.

როგორი გათვლა შეიძლება იყოს დაცვის მხარის მხრიდან ეს არ ვიცი, მაგრამ მე გიხსნით, რომ ყველა ბრალდებული ინდივიდუალურად აგებს პასუხს საკუთარი დანაშაულისთვის და თითოეულ მათგანს თუ აქვს სურვილი, ყველას უკვლებლივ, მათ შორის მურთაზ ზოდელავსაც შეუძლია მოგვმართოს თხოვნით საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით" - ამბობს პროკურორი. 

ცნობისთვის, დღეს საქალაქო სასამართლოსი სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი გაიმართა. 

  • მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ირაკლი შაიშმელაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით წარედგინა, რაც გულისხმობს საქვეყნოდ მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 3- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ბრალდება ასევე წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს.
  • ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი აქვს სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
  • გური ჟვანიას ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
  • პაატა მანჯგალაძეს ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიახლეები